(GIZ) - eaptc-ma.eueaptc-ma.eu/uploads/files/56729eb7898c5.pdf · 2 შენიშვნა ეს...

53
1 დამკვეთი ორგანო: შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამები ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა აზერბაიჯანი–საქართველო სახელმძღვანელო საგრანტო აპლიკანტებისათვის 1 საგრანტო კონკურსი კონცეფციების და სრული განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით

Transcript of (GIZ) - eaptc-ma.eueaptc-ma.eu/uploads/files/56729eb7898c5.pdf · 2 შენიშვნა ეს...

1

დამკვეთი ორგანო:

შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამები

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა

აზერბაიჯანი–საქართველო

სახელმძღვანელო საგრანტო აპლიკანტებისათვის

1 საგრანტო კონკურსი

კონცეფციების და სრული განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015

წლის 17 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილობრივი დროით

2

შენიშვნა

ეს არის ღია საგრანტო კონკურსი, სადაც ყველა დოკუმენტი ერთად უნდა იყოს წარდგენილი.

(კონცეფცია და სრული განაცხადის ფორმა). თავდაპირველად მოხდება მხოლოდ

კონცეფციის შეფასება, შემდეგ კი კონცეფციის შეფასების შედეგად შერჩეული

აპლიკანტების სრული განაცხადის შეფასდება. სრული განაცხადის შეფასების შედეგად

პირობითად შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შემოწმებას შესაბამისობაზე. შემოწმება

შესაბამისობაზე მოხდება მმართველი ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამხმარე დოკუმენტების

და საგრანტო განაცხადზე თანდართული „აპლიკანტის დეკლარაციის“ საფუძველზე.

3

სარჩევი

აბრევიატურების ნუსხა

1. აზერბაიჯან–საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა 6

1.1 ზოგადი ინფორმაცია ...........................................................................................6

1.2 სამართლებრივი ჩარჩო..........................................................................................7

1.3 პროგრამის მიზნები და პრიორიტეტები.............................................................9

1.4 დამკვეთი ორგანოს მიერ გათვალისწინებული ფინანსური

გადანაწილება...........................................................................................................10

2. საგრანტო კონკურსის წესები

2.1. შესაბამისობის (დასაშვებობის)

კრიტერიუმები................................................................................................................11

2.1.1. შესაბამისი აპლიკანტები( მაგ: აპლიკანტი და თანა–აპლიკანტი).............11

2.1.2. აფილირებული

პირები...............................................................................................................................16

2.1.3. ასოცირებული პარტნიორები და

კონტრაქტორები.............................................................................................................19

2.1.4.თითოელი განაცხადისათვის წამყვანი აპლიკანტის

კონცეფცია........................................................................................................................19

2.1.5. .დასაშვები ქმედებები: ქმედებები რომლისთვისაც შესაძლებელია

განაცხადის

გაკეთება............................................................................................................................22

2.1.6. დასაშვები ხარჯები: ხარჯები რომელთა ბიუჯეტში ჩართვა არის

შესაძლებელი...................................................................................................................30

2.2 როგორც გავაკეთოთ განაცხადი და რა პროცედურები გავიაროთ...............34

2.2.1.განაცხადის ფორმა.................................................................................................34

2.2.2. სად და როგორ გავაგზავნოთ განაცხადი .........................................................35

4

2.2.3. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა...................................................................37

2.2.4. დამატებით ინფორმაცია განაცხადების შესახებ ............................................37

2.3. განაცხადების შერჩევა და შეფასება......................................................................38

2.4. პირობითად შერჩეული განაცხადებისათვის თანდართული დოკუმენტების

წარდგენა.............................................................................................................................45

2.5. შეტყობინება დამკვეთი ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ..........................25

2.5.1. გადაწყვეტილების შინაარსი ................................................................................25

2.5.2. საორიენტაციო გრაფიკი...........................................................................................25

2.6. დამკვეთი ორგანოს გადაწყვეტილებით გრანტის გაცემის განხორციელების

პირობები ..............................................................................................................................50

2.7. ადრეული გაფრთხილება და გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზა ..51

დანართების ნუსხა …………….………………………………………….52

5

აბრევიატურების ნუსხა

AZ აზერბაიჯანი

CA დამკვეთი ორგანო

CBC საზღვართაშორისო თანამშრომლობა

CED გამორიცხვის ცენტრალური მონაცემთა ბაზა

CfP საგრანტო კონკურსი

EaP აღმოსავლეთ პარტნიორობა

EC ევრო კომისია

ENP ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

ENPI ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი

ENI ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი

EU ევროკავშირი

EWS ადრეული გაფრთხილების სისტემა

GIZ შპს. საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული საზოგადოება

GE საქართველო

JDMC ერთობლივი გადაწყვეტილებების მიმღები კომიტეტი

JOP ერთობლივი სამოქმედო პროგრამა

MA მმართველი ორგანო ( ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის)

NGO(s) არა სამთავრობო ორგანიზაცია(ებ)ი

PRAG კონტრაქტის პროცედურების პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც

ფინანსდება ევროპის თანამეგობრობის საერთო ბიუჯეტიდან გარე

ქმედებების კონტექსტში– EC შესყიდვების კანონი

TC ტერიტორიული თანამშრომლობა (EAP-ის ფარგლებში)

TS ტექნიკური სამდივნო

6

1. აზერბაიჯან–საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა

1.1. ზოგადი ინფორმაცია

ერთბლივი კომუნიკაცია „ ახალი პასუხი სამეზობლოს ცვლილებებზე“1, ხაზს უსვამს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზღვართაშორისო თანამშრომლობას, და

მიიჩნევს მას , როგორც ეკონომიკური განსხვავებების გადაჭრის და სასაზღვრო

რეგიონში საცხოვრებელი პირობების მდგრადი გაუმჯობესების ერთ–ერთ

საშუალებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას

წვლილი შეაქვს ორმხრივ და რეგიონალური განვითარების პროგრამებში (საპილოტე

რეგიონალური განვითარების პროგრამის ჩათვლით PRDPs) , რომელიც ხელს უწყობს

სტრატეგიის საფუძველზე, რეგიონში ეკონომიკური და სოციალური განსხვავებების

შემცირების ინკლუზიურ მიდგომას და რეგიონალური (აქედან გამომდინარე –

ეროვნული) პოტენციალის რეალიზებას. 2011 წლის 29–30 სექტემბრის ვარშავის

სამიტის აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ერთობლივ დეკლარაციაში2, მონაწილე

მხარეებმა აღიარეს მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და აღნიშნეს,

რომ EaP-ს შეუძლია უფრო ახლო ურთიერთობები განავითაროს თვითონ პარტნიორ

ქვეყნებს შორისაც.

2010–2013 წლებში მიღებული ENPI-ის აღმოსავლეთის რეგიონების სტრატეგიული

დოკუმენტი და საორიენტაციო პროგრამა განსაზღვრავენ პარტნიორ ქვეყნებში

ტერიტორიულ თანამშრომლობას, როგორც პრიორიტეტულის სფერო 2 „

ეკონომიკური განვითარებ“-ის ერთ–ერთ ქვე–პრიორიტეტს. ამიტომაც აღმოსავლეთ

პარტნიორობის თანამშრომლობის პროგრამისათვის გამოყვეს 17.5 მილიონი ევრო.

მასში ორი კომპონენტი იყო გათვალისწინებული: 1) აღმოსავლეთ პარტნიორობის

ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდამჭერი პროგრამა ( EAPTC) , 2012 წელს

წამოწყებული ტექნიკური დახმარების პროგრამა (5 მილიონი ევრო) ადგილობრივი

და რეგიონალური სამთავრობო და არა სამთავრობო სუბიექტების პოტენციალის

გასაძლიერებლად უკრაინა–ბელარუსის, უკრაინა–მოლდოვას, საქართველო–

აზერბაიჯანის და საქართველო– აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში

ტრანსსასაზღვრო პროექტების განსავითარებლად და განსახორციელებლად. 2)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამები

დაეყრდნობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ განხორციელებულ ENPI-ის

1 COM(2011) 303, Brussels, 25/05/2011.

2ევროპის კავშირის საბჭო, 14983/11, 30/09/2011.

7

ტრანსსასაზღვრო (CBC) თანამშრომლობის პროგრამების გამოცდილებას, რომელიც

კონცენტრირდებოდა ადგილობრივი განვითარების მოთხოვნებზე და თემატურ

გაშუქებაზე. ამ პროგრამის განმასხვავებელი ნიშანი და სიახლე EaP-ის

რეგიონებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ ინტერვენცია უზრუნველყოფს

ხანგრძლივ, ეფექტურ და სამოქმედო თანამშრომლობას მხოლოდ სასაზღვრო

რეგიონებში. მაშინ როცა ENPI CBC ყოველთვის მოიაზრებს ერთ–ერთ პარტნიორად

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს.

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა აზერბაიჯანსა და საქართველოს

შორის ხორციელდება შემდეგ დასაშვებ ტერიტორიებზე:

საქართველო: კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონები.

აზერბაიჯანი: განჯა - გაზახი და შექი ზაქათალა

პროგრამის განხორციელებას ხელმძღვანელობს ერთობლივი გადაწყვეტილებების

მიმღები კომიტეტი (JDMC) , რომელიც შედგება ორივე მონაწილე ქვეყნის

დაწესებულებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. JDMC–ი

პასუხისმგებელია იმ პროექტების შერჩევაზე, რომლებიც ამ პროგრამის თანახმად

უნდა დაფინანსდეს.

JDMC-ს დახმარებას უწევს თბილისის ტექნიკური სამდივნო და ტექნიკური

სამდივნოს ანტენა, რომელიც მდებარეობს განჯაში (აზერბაიჯანი). ტექნიკური

სამდივნო არის ადმინსტრაციული ორგანო, რომელიც პროგრამის ყოველდღიურ

მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი, ევალება გრანტის ბენეფიციარების მხარდაჭერა და

მათთვის რჩევების მიცემა.

ეს ქმედება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების

სასაზღვრო რეგიონებს შორის მდგრად ტერიტორიულ თანამშრომლობას და მხარი

დაუჭიროს მათ სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, ფინანსური რეგულაცია

1605/2002, მუხლის 54(2)(C) თანახმად, ხორციელდება წევრი ქვეყნის სააგენტოს GIZ-

ის მიერ არაპირდაპირი ცენტრალიზებული მენეჯმენტის პირობებში. როგორც

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული პროგრამების მმართველი ორგანო,

GIZ–ი პასუხისმგებელია გამოაცხადოს საგრანტო კონკურს იდა შეაფასოს მიღებული

განაცხადები. იგი აგრეთვე მოქმედებს როგორც დამკვეთი ორგანო, რომელიც

აფორმებს მართვის კონტრაქტებს, ახდენს ანგარიშსწორებას და სავალდებულო

გადასახადებს.

1.2.სამართლებრივი ბაზა

8

EaPTC-ის სამართლებრივი ბაზა მოიცავს:

2002 წლის 25 ივნისის (EC Euratom) საბჭოს რეგულაციას # 1605/2002 ფინანსურ

დებულებაზე, რომელიც შეესატყვისება ევროპის საზოგადოების მთლიან

ბიუჯეტს;

2002 წლის 23 დეკემბრის კომისიის რეგულაციას (EC, Euratom) # 2342/2002

სადაც დეტალურადაა გაწერილი საბჭოს რეგულაციების (EC, Euratom)

#1605/2002 განხორციელების წესები , რომელიც შეესატყვისება ევროპის

საზოგადოების მთლიან ბიუჯეტს;

საბჭოს და ევრო პარლამენტის რეგულაციას (EC) #1638/2006 სადაც

ჩამოყალიბებულია ევროპის სამეზობლოს და პარტნიორობის ინსტრუმენტის

შექმნის ზოგადი დებულებები;

2010–2013 წლების ENPI-ის აღმოსავლეთ რეგიონის პროგრამის სტრატეგიის

დოკუმენტი და 2010–2013 წლების საორიენტაციო პროგრამა;

კომისიის 2013 წლის 22 დეკემბრის ENPI–ს 2013 წლის პროგრამის

განხორციელების გადაწყვეტილება აღმოსავლეთ რეგიონის სამოქმედო

პროგრამის II ნაწილზე, რომლის დაფინანსებაც უნდა მოხდეს ევროკავშირის

საერთო ბიუჯეტიდან, დანართი 8– აღმოსავლეთ პარტნიორობის

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის სამოქმედო ნიშა;

ევრო კავშირის გარე ქმედებების საკონტრაქტის პროცედურების პრაქტიკული

სახელმძღვანელო (PRAG)

9

1.3.პროგრამის მიზნები და პრიორიტეტული საკითხები

• საქართველო–აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის

საყოველთაო მიზანია, ადგილობრივ მთავრობებს, თემებს და სამოქალაქო

საზოგადოებების ორგანიზაციებს შორის ტრანსსასაზღვრო კონტაქტების

გამყარება, სამიზნე რეგიონაბში ერთობლივი სოციალური და ეკონომიკური

განვითარების გადაწყვეტების შემუშავების ხელშესაწყობად.

თემატური მასშტაბი: სამოქმედო მიზნები

საქართველო –აზერბაიჯანის ტერიტორიული თამანშრომლობის პროგრამა მოიცავს

ადგილობრივი განვითარების მოთხოვნებს ერთბლივი სამოქმედო პროგრამის

ფარგლებში, იგი მხარს უჭერს ადგილობრივ პარტნიორებს შორის მცირე მასშტაბის

პროექტებს და კონცენტრირდება სამ სამოქმედო მიზანზე და მასთან

დაკავშირებულ პრიორიტეტულ საკითხებზე.

I. სასაზღვრო რეგიონების ადგილობრივი თემების საცხოვრებელი პირობების

გაუმჯობესება ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდამჭერი

ერთობლივი პროექტების მეშვეობით.

ა) სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომუკურ

სექტორებში ტრანსსასაზღვრო სინერგიების განვითარება

ბ) ტრანსსასაზღვრო ტურისტული პოტენციალის შექმნა

II. საერთო პრობლემების მოგვარება

ა) ტრანსსასაზღვრო ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა და საგანგებო

სიტუაციებისადმი მზაობის გაზრდა

III. კულტურა, განათლება და სპორტი

ა) კულტურულ, საგანმანათლებო და სპორტულ სფეროში მიღებული ზომების

დახმარებით სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფა

ბ) მოსაზღვრე რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირის განვითარება

10

1.4. დამკვეთი ორგანოს მიერ გამოყოფილი ფინანსები

საგრანტო კონკურსისთვის გამოყოფილი მთლიანი საორიენტაციო თანხა შეადგენს

1, 350,000 ევროს. დამკვეთი ორგანო იტოვებს უფლებას არ გასცეს მის ხელთ

არსებული მთლიანი თანხა

გრანტების მოცულობა

ამ საგრანტო კონკურსით მოთხოვნილი ნებისმიერი გრანტი უნდა ჯდებოდეს

შემდეგი მინიმალურ და მაქსიმალურ თანხების დიაპაზონში

მინიმალური თანხა 20,000 ევრო

მაქსიმალური თანხა:250,000 ევრო

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი გრანტი შემდგომში

უნდა შემოიფარგლოს სავარაუდო მთლიანი დასაშვები ხარჯების შემდეგი

მაქსიმალური პროცენტით.

მაქსიმალური პროცენტი: პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მთლიანი

დასაშვები ხარჯების 90% ( იხილეთ აგრეთვე სექცია 2.1.6.)

განაცხადის გამოგზავნამდე გთხოვთ შეამოწომოთ, რომ თქვენს მიერ ევროკავშირის

ბიუჯეტიდან მოთხოვნილი წვლილი არ აჭარბებს პროექტისთვის საჭირო მთლიანი

დასაშვები ხარჯების 90 პროცენტს,

ბალანსი ( ანუ სხვაობა პროექტისთვის საჭირო მთლიან ხარჯებსა და დამკვეთი

ორგანოსგან მოთხოვნილ თანხებს შორის) უნდა დაფინანსდეს სხვა წყაროებიდან და

არა ევრო კავშირის ბიუჯეტიდან ან ევროპის განვითარების ფონდიდან.

2. ამ საგრანტო კონკურსის წესები

ეს სახელმძღვანელო ადგენს ამ კონკურსით დასაფინანსებელი პროექტების

შემოტანის, შერჩევის და განხორციელების წესებს, ევროკავშირის გარე ქმედებების

საკონტრაქტო პროცედურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს თანახმად

(პრაქტიკული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ინტერნეტში, შემდეგ მისამართზე:

http://ec.europa.eu/europeaid/prag/document.do)

11

2.1. შესაბამისობის (დასაშვებობის) კრიტერიუმები

არსებობს კრიტერიუმების სამი ვარიანტი, რომელიც ეხება:

(1) მოქმედ პირებს:

აპლიკანტი, არის პირი, რომელიც წარადგენს განაცხადის ფორმას (იხ.

2.1.1),

მისი თანა–აპლიკანტი(ებ)ი (იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარად არ არის

მითითებული, აპლიკანტი(ებ)ი და მისი თანა–აპლიკანტი(ები)

ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც „აპლიკანტები“) (იხ. 2.1.1),

აპლიკანტის ან/და თანა–აპლიკანტის აფილირებული პირი(ებ)ი

ასეთის არსებობის შემთხვევაში (იხ. 2.1.2);

(2) ქმედებები :

ქმედებები რომლისთვისაც შეიძლება გაიცეს გრანტი (იხ. 2.1.5.);

(3) ხარჯები:

ხარჯის ტიპები რომლებიც, მხედველობაში მიიღება გრანტის თანხის

რაოდენობის დადგენის დროს (იხ. 2.1.6)

2.1.1. შესაბამისი აპლიკანტები (ანუ აპლიკანტ(ებ)ი და თანა–აპლიკანტი(ებ)ი )

აპლიკანტ(ებ)ი და თანა–აპლიკანტი(ებ)ი

(1) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტები და მათი თანა–

აპლიკანტ(ებ)ი უნდა:

იყვნენ, კონკურსის გამოცხადებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე

დარეგისტრირებული3 იურიდიული პირები4 და

იყვნენ არა–მომგებიანი და

იყვნენ გარკვეული ტიპის ორგანიზაციები როგორებიცაა: არა

სამთავრობო ორგანიზაცია, საჯარო სექტორის ოპერატორი,

ადგილობრივი მთავრობა, კერძოდ:

3 რეგისტრაციის თარიღის და ადგილის განსაზღვრა მოხდება ორგანიზაციის სარეგისტრაციო

სერტიფიკატზე ან მასთან გათანამბრებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, როგორც ეს

განსაზღვრულია ამ სახელმძღვანელოს 2.4 სექციის მიხედვით

4 იურიდიული სტატუსის არ მქონდე კერძო პირები შეუსაბამოდ ჩაითვლებიან, იგივე ეხება, არაოფიციალური

ალიანსებს და ინიციატივებს.

12

აზერბაიჯანი საქართველო

საჯარო ორგანოები:

• აღმასრულებელი ხელისუფლება

კონსტიტუციის 124-ე მუხლის მიხედვით

• მუნიციპალიტეტები - (კანონი

მუნიციპალიტეტების სტატუსის შესახებ,

მუხლი 13-1; 2009 წლის 29 დეკემბრის კანონი,

მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რეესტრის

და მათთვის სერტიფიკატის გაცემის,

დამოწმების შესახებ; სამოქალაქო კოდექსი,

მუხლი 43.4)

საჯაროსთან გათანაბრებული ორგანოები

• სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდი - 2002 წლის 2

ივლისის კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის

შესახებ მუხლი 1.1.5. იურიდიული

სტატუსის და დამოუკიდებელი სახელმწიფო

ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო ფინანსური

ფონდები

• კონკრეტული მიზნის მქონე საბიუჯეტო

ფონმდები - კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის

შესახებ მუხლი 1.1.18 და მუხლი 5

• მუნიციპალიტეტების ასოციაციები

(მუნიციპალიტეტების რეგიონალური

ასოციაციის წესდების ნიმუში, 2005 წელი)

არა სამთავრობო და არა მომგებიანი

ორგანიზაციები:

• არა კომერციული იურიდიული პირი, როგორც

ეს სამოქალაქო კოდექსით და კანონით

არასამთავრობო ორგანიზაციების (საჯარო

გაერთიანებების და ფონდების) შესახებ, არის

გათვალისწინებული.

საჯარო ორგანოები:

• მუნიციპალიტეტები (როგორც ეს

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

კოდექსით არის გათვალისწინებული)

მუნიციპალიტეტების ასოციაციები

საჯაროსთან გათანაბრებული ორგანოები

• საჯარო სამართლის იურიდიული პირი

(ააიპ) (როგორც ეს საჯარო სამართლის

იურიდიული პირების შესახებ კანონითაა

გათვალისწინებული)

არა სამთავრობო და არა მომგებიანი

ორგანიზაციები:

• არა სამეწარმეო (არა კომერციული)

იურიდიული პირი, როგორც ეს სამოქალაქო

კოდექსით არის გათვალისწინებული)

• ნებისმიერი ეროვნულ იურიდიული ფორმა, რომელიც შეესაბამება საჯარო ორგანოების,საჯაროსთან

გათანაბრებული ორგანოების, არა სამთავრობო და არა მომგებიანი ორგანიზაციების განმარტებას,

2004/18/EC დირექტივის5 შესაბამისად.

5 ორგანოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დაფუძვნებული უნდა იყოს კონკრეტული

მიზნისთვის, რომ დააკმაყოფილოს საერთო ინტერესების მოთხოვნები, არ უნდა ატარებდეს ინდუსტრიულ ან

კომერციულ ხასიათს; ბ) უნდა გააჩნდეს იურიდიული პირის სტატუსი; და (გ) უმეტესწილად უნდა

ფინანსდებოდეს სახელმწიფო, რეგიონალური, ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა ორგანოს მიერ რომელსაც

13

და

იყვნენ პირდაპირ პასუხისმგებელი პროექტის მომზადებასა და მართვაზე ,

თანა–აპლიკანტებთან და აფილირებულ პირებთან ერთად, არ უნდა

მოქმედებდეს როგორც შუამავალი და

იყოს დაფუძვნებული6 და მდებარეობდეს აზერბაიჯანის ან საქართველოს

ტერიტორიაზე, და

წამყვანი აპლიკანტი და სულ მცირე ერთი თანა–აპლიკანტი იყოს

დარეგისტრირებული7 დასაშვებ რეგიონებში (აზერბაიჯანში: განჯა-გაზახი,

შექი-ზაქათალა; საქართველოში: კახეთი და ქვემო ქართლის რეგიონებში).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური პარტიები და რელიგიური

დაწესებულებები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში ვერც როგორც

აპლიკანტი, ისე თანააპლიკანტი ან აფილირებულ პირი.

(2) პოტენციური აპლიკანტს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საგრანტო

კონკურსში ან მასზე ვერ გაიცემა გრანტი თუ იგი იმყოფება პრაქტიკული

სახელმძღვანელოს 2.3.3. სექციაში ჩამოთვლილ რომელიმე სიტუაციაში.

საგრანტო განაცხადის B ნაწილის მე-8 სექციაში („აპლიკანტის დეკლარაცია“),

აპლიკანტმა უნდა განაცხადოს , რომ არც თვითონ, არც მისი თანა–აპლიკანტი (ებ)ი

და არც აფილირებული პირები(ებ)ი არ იმყოფებიან რომელიმეში ქვემოთ

ჩამოთვლილი სიტუაციებიდან:

არეგულირებდეს საჯარო სამართალი ან იმართებოდეს ასეთი ორგანოების მიერ; ან გააჩნდეს ადმინისტრაციული,

მმართველი ან სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარზე მეტი დანიშნულია, სახელმწიფო,

რეგიონალური, ადგილობრივი ხელისუფლების ან სხვა საჯარო სამართლით დარეგულირებული ორგანოს მიერ.

2014 წლის მარტის, 2004/18/EC დირექტივა, 2004 წლის აპრილის ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი L134/114

6 უნდა განისაზღვროს ორგანიზაციის წესდების საფუძველზე (საჯარო ორგანიზაციების შემთხვევაში

განისაზღვრება კანონით ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური დოკუმენტით), რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ იგი

დაფუძვნდა შესაბამისი ქვეყნის ეროვნული კანონის მიერ რეგულირებადი ინსტრუმენტის მიერ. და რომ მისი

სათაო ოფისი მდებარეობს შესაბამის ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის

წესდებაც დადგინდა სხვა ქვეყანაში, ვერ ჩაითვლება დასაშვებ ადგილობრივ ორგანიზაციად, თუნდაც წესდება

ადგილობრივად იყოს დარეგისტრირებული ან დადებული იყოს ურთიერთგაგების მემორანდუმი“.

7 განისაზღვროს იურიდიული მისამართის მიხედვით როგორც ეს მითითებულია რეგისტრაციის მოწმობაში ან

მასთან გათანაბრებულ სხვა დოკუმენტში.

14

ა) არიან გაკოტრებულნი ან ლიკვიდაციის პროცესში, მათი საქმე განიხილება

სასამართლოში, გარიგება დადეს კრედიტორებთან, შეჩერებული აქვთ საქმიანობა,

ჩამოთვლილთან დაკავშირებით აქვთ სასამრთლო დავა, ან იმყოფებიან ნებისმიერ

ანალოგიურ სიტუაციაში, რომელიც გამოწვეულ იქნა ეროვნული კანონმდებლობით

ან კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მსგავსი პროცედურებიდან.

ბ) ისინი, ან ის პირები, რომლებსაც წარმომადგენლობითი, გადაწყვეტილების

მიღების ან მათზე კონტროლის განხორციელების უფლობამოსილება გააჩნიათ,

გასამართლებულნი იყვნენ პროფესიული დანაშაულისთვის წევრი სახელმწიფოს

კომპეტენტური ორგანოს მიერ res judicata (აპელაციას არ ექვემდებარება) ძალის მქონე

გადაწყვეტილებით.

გ) დაუმტკიცდათ მძიმე პროფესიულ დანაშაული ნებისმიერი საშუალებით,

რომლის დასაბუთებაც შეუძლია დამკვეთ ორგანოს, მათ შორის ევროპის

საინვესტიციო ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებაზე

დაყრდნობით.

დ) ისინი არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს სოციალური თუ სხვა

გადასახადების გადახდის კუთხით, თავიანთი დაფუძნების ან დამკვეთი ორგანოს ან

იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით სადაც მათ საკონტრაქტო მოვალეობები

უნდა შეასრულონ.

ე) ისინი, ან ის პირები, რომლებსაც წარმომადგენლობითი, გადაწყვეტილების

მიღების ან მათზე კონტროლის განხორციელების უფლობამოსილება გააჩნიათ

გასამართლებული იყვნენ, აპელაციის უფლების გარეშე, თაღლითობისთვის,

კორუფციისთვის, კრიმინალურ ორგანიზაციებში მონაწილეობისათვის, ფულის

გათეთრებისთვის ან ნებისმიერი სხვა არალეგალური საქმიანობისთვის რაც ზიანის

მომტანია ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისათვის.

ვ) ამჟამად ისინი იმყოფებიან ადმინისტრაციული სასჯელის ქვეშ, ევროკავშირის

ფინანსური რეგულაციების მუხლი 109(1)-ს (ევროკავშირის ბიუჯეტის და 11–ე EDF-

ის მიერ დაფინანსებული პროგრამებისათვის), და 10-ე EDF-ის ფინანსური

რეგულაციების მუხლი 99–ის თანახმად ( 10–ე EDF–ის მიერ დაფინანსებული

პროგრამებისათვის).

______________________________________________________________________________

15

(3) გრანტის მისაღებად აპლიკანტები არ უნდა იყვნენ ჩართულნი ინტერესთა

კონფლიქტში. პროგრამის სხვა სტრუქტურებთან (ერთობლივი

გადაწყვეტილებების მიმღებ კომიტეტთან, ტექნიკური სამდივნოსთან). თუ

ხელშეკრულების განხორციელების პერიოდში წარმოიქმნება ასეთი სიტუაცია

ბენეფიციარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დამკვეთ ორგანოს.

აპლიკანტმა უნდა იმოქმედოს თანა–აპლიკანტთან(ებთან) ერთად ისე როგორც ეს

განსაზღვრულია ამ სახელმძღვანელოს 2.1.4. სექციაში.

საგრანტო კონტრაქტის მოპოვების შემთხვევაში აპლიკანტი გახდება ბენეფიციარი,

რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც კოორდინატორი დანართი III -

განსაკუთრებული პირობების მიხედვით. კოორდინატორი არის მთავარი

საკონტაქტო პირი დამკვეთ ორგანოსთან. იგი წარმოადგენს და მოქმედებს თანა–

ბენეფიციარის სახელით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კოორდინირებას უწევს

სამოქმედო გეგმის შემუშავებას და პროექტის განხორციელებას.

წამყვანი აპლიკანტი პასუხს უნდა სცემდეს თანა–აპლიკანტის ყველა მოთხოვნას და

პრეტენზიას . დამკვეთი ორგანო არ გააფორმებს თანა–აპლიკანტ(ებ)თან არანიარი

სახის ოფიციალურ შეთანხმებას.

თანა–აპლიკანტი(ებ)ი

წამყვანმა აპლიკანტმა აზერბაიჯანის და საქართველოს დასაშვებ რეგიონებიდან

უნდა იმოქმედოს მეორე ქვეყნის დასაშვებ რეგიონებში მოქმედ სულ მცირე ერთ

თანა-აპლიკანთან ერთად (წამყვანმა აპლიკანტმა აზერბაიჯანის დასაშვები

რეგიონებიდან უნდა იმოქმედოს თანა-აპლიკანთან საქართველოს დასაშვები

რეგიონებიდან, ხოლო წამყვანმა აპლიკანტმა საქართველოს დასაშვები

რეგიონებიდან თანა-აპლიკანტთან აზერბაიჯანის დასაშვები რეგიონებიდან)

იმისათვის რომ ფინანსების გადანაწილება პარტნიორებს შორის იყოს მათ მიერ

შესასრულებელი ქმედებების ადექვატური, საგრანტო განაცხადში წარმოდგენილი

საბიუჯეტო გადანაწილება ნათლად უნდა იყოს იდენტიფიცირებადი.

თანა–აპლიკანტ(ებ)ი მონაწილეობას იღებენ პროექტის დაგეგმვასა და

განხორციელებაში, მათ მიერ პროექტისთვის გაწეული ხარჯი ზუსტად ისევეა

დასაშვები როგორც წამყვანი აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯები. თანა–

16

აპლიკანტი(ებ)ი, ისევე უნდა აკმაყოფილებდეს დასაშვებობის (შესაბამისობის)

კრიტერიუმებს როგორც წამყვანი აპლიკანტები.

გარდა სექცია 2.1.1.–ში მოხსენიებული კატეგორიებისა თანა-აპლიკანტებისათვის

ასევე დასაშვებია:

– მეორე და შემდგომი თანა–აპლიკანტი შეიძლება დარეგისტრირებული იყოს

საქართველოს და აზერბაიჯანის დასაშვები რეგიონების ფარგლებს გარეთ,

მაგრამ უნდა გააჩნდეთ ზემოთხსენებული ქვეყნების დასაშვებ რეგიონებში

მუშაობის მტკიცებადი გამოცდილება.

თანა–აპლიკანტ(ებ)მა ხელი უნდა მოაწერონ საგრანტო განაცხადის B ნაწილის,

სექცია 4–ში განთავსებულ მანდატს.

საგრანტო კონტრაქტის მოპოვების შემთხვევაში , თანა–აპლიკანტ(ებ)ი

(კოორდინატორთან ერთად) გახდებიან პროექტის ბენეფიციარები.

2.1.2. აფილირებული პირები

აფილირებული პირ(ებ)ი

აპლიკანტმა და მისმა თან–აპლიკანტმა შეიძლება ითანამშრომლონ აფილირებულ

პირ(ებ)თან

მხოლოდ შემდეგი პირები შეიძლება ჩაითავლოს აპლიკანტ(ებ)ის და/ ან თანა–

აპლიკანტ(ებ)ის აფილირებულ პირებად:

მხოლოდ ის პირები, რომლებსაც გააჩნიათ სტრუქტურული კავშირი

აპლიკანტ(ებ)თან, კერძოდ კი ისინი დაკავშირებულნი არიან იურიდიულად ან

საერთო კაპიტალით. ეს სტრუქტურული კავშირი მოიცავს ორ მცნებას:

(i) კონტროლი - როგორც ეს განმარტებულია დირექტივაში 2013/34/EU

ყოველწლიურ ფინანსური ანგარიშგებებთან, კონსოლიდირებული

ფინანსური ანგარიშგებებთან და გარკვეული ტიპის ვალდებულებებთან

დაკავშირებულ მსგავსი ტიპის ანგარიშებთან

შესაბამისად ბენეფიციარებთან დაკავშირებული აფილირებული პირები შეიძლება

იყვნენ:

– სუბიექტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებიან

ბენეფიციარების მიერ ( შვილობილი კომპანიები ან პირველი რგოლის

17

ფილიალები). აგრეთვე ის სუბიექტები, რომლებიც კონტროლდება

ბენეფიციარის მიერ კონტროლირებული სუბიექტის მიერ ( შვილიშვილი

კომპანიები ან მეორე რგოლის ფილიალები) იგივე ეხება კონტროლის

შემდგომ საფეხურებსაც.

– სუბიექტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ ბენეფიციარებს

(მშობელი კომპანიები), შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს სუბიექტები,

რომლებიც აკონტროლებენ ბენეფიციარების სუბიექტებს.

– სუბიექტები რომლენიც იმყოფებიან იმავე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის

ქვეშ როგორც ბენეფიციარ(ებ)ი („და“ კომპანიები)

(ii) წევრობა, ანუ როდესაც ბენეფიციარი მიეკუთვნება ისეთ იურიდიულ

ფორმებს როგორებიცაა ქსელი, ფედერაცია, ასოციაცია, რომელშიც ასევე

მონაწილეობს განაცხადში წარმოდგენილი აფილირებული პირი ან

ბენეფიციარი არის იმავე ორგანიზაციის (ანუ. ქსელი, ფედერაცია,

ასოციაცია) წევრი.

ზოგადი წესებიდან გამომდინარე სტრუქტურული კავშირის არსებობა არ უნდა

გამომდინარეობდეს კონკრეტული პროექტიდან ისევე როგორც არ უნდა შეიქმნას

მხოლოდ კონკრეტული პროექტის განხორცილების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ

აღნიშნული კავშირი იარსებებდა მოპოვებული გრანტისგან დამოუკიდებლად; იგი

უნდა არსებობდეს საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე და ძალაში რჩებოდეს

პროექტის დამთავრების შემდგომაც.

ე.წ. „ერთადერთი აპლიკანტის“ ან „ ერთადერთი ბენეფიციარის“ შემთხვევაში

გამონაკლისი სახით, პირი შეიძლება ჩაითვალოს ბენეფიციართან აფილირებულად

იმ შემთხვევაშიც თუ სტუქტურული კავშირი დამყარდა კონკრეტული პროექტის

განსახორციელებლად .„ერთადერთი აპლიკანტი“ ან „ერთადერთი ბენეფიციარი“

არის პირი, რომელიც შექმნილია რამოდენიმე პირის ( ან პირთა ჯგუფის) მიერ

რომელიც ერთად აკმაყოფილებენ საგრანტო კრიტერიუმებს. მაგ: ასოციაცია

რომელიც შედგება თავისი წევრებისგან.

რა არ შეიძლება ჩაითავლოს აფილირებულ პირად?

შემდეგი პირები არ შეიძლება ჩაითავლოს ბენეფიციართან აფილირებულად:

– სუბიექტები , რომლებმაც გააფორმეს ხელშეკრულება (შესყიდვების შესახებ) ან

ქვეკონტრაქტი ბენეფიციართან, ან მოქმედებს ბენეფიციარისთვის როგორც

საჯარო სერვისის კონცესიონერი ან დელეგატი ,

– სუბიექტები, რომლებიც ბენეფიციარისგან იღებენ ფინანსური დახმარებას,

18

– სუბიექტები, რომლებიც ბენეფიციართან რეგულარულად თანამშრომლობენ

ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ან გააჩნიათ საერთო აქტივები,

– სუბიექტები, რომლებმაც საგრანტო კონტრაქტით გათვალისწინებული

პირობების თანახმად ხელი მოაწერეს შეთანხმებას კონსორციუმის შექმნის

შესახებ

როგორ გადავამოწმოთ საჭირო კავშირის არსებობა ბენეფიციართან?

კონტროლიდან გამომდინარე აფილირება, შეიძლება დამტკიცედეს იმ პირთა

ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგებების საფუძველზე, რომელსაც

მიეკუთვნებიან ბენეფიციარი და მასთან აფილირებული პირი.

წევრობიდან გამომდინარე აფილირება შეიძლება დამტკიცდეს ორგანიზაციის

(ქსელი, ფედერაცია, ასოციაცია) წესდების ან მისი ექვივალენტი სადამფუძნებლო

დოკუმენტის საფუძველზე რომლის შემადგენლობაშიც შედის ან რომელშიც

მონაწილეობს ბენეფიციარი.

აპლიკანტების მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში, მათი აფილირებული პირ(ებ)ი

ვერ გახდება ვერც პროექტის ბენეფიციარ(ებ)ი და ვერც კონტრაქტის ხელმომწერი

მხარე(ები). თუმცა აფილირებული პირები მონაწილეობას მიიღეებენ პროექტის

შემუშავებასა და განხორციელებაში და მათ მიერ გაწეული ხარჯები

(საიმპლემენტაციო და მესამე მხარისთვის გაწეული ფინანსური დახმარების

კონტრაქტების ჩათვლით) ჩაითვლება დასაშვებ ხარჯებად, იმის გათვალისწინებით

რომ ისინი შეესაბამებიან ყველა იმ რელევანტურ წესებს, რომლებსაც, საგრანტო

კონტრაქტის პირობების თანახმად ბენეფიციარ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდნენ.

აფილირებულმა პირებმა, ისევე უნდა დააკმაყოფილონ ყველა შესაბამისობის

(დასაშვებობის) კრიტერიუმი როგორც აპლიკანტებმა და თანა–აპლიკანტებმა.

საგრანტო განაცხადის B ნაწილის მე-5 სექციაში მათ აფილირებული პირების

განცხადებას უნდა მოაწერონ ხელი.

გარდა სექცია 2.1.1.–ში მოხსენიებული კატეგორიებისა აფილირებული პირებისათვის

ასევე დასაშვებია:

- აფილირებული პირ(ებ)ს შეიძლება არ გააჩნდეს იურიდიული პირის

სტატუსი, თუმცა თანდართული დოკუმენტებიდან (სექცია 2.4) გამომდინარე

სტრუქტურული კავშირი აპლიკანტთან (ან შესაბამის თანა–აპლიკანტთან)

ნათლად უნდა იყოს იდენტიფიცირებადი .

19

– აფილირებული პირ(ებ)ი შესაძლოა რეგისტრირებული იყოს აზერბაიჯანისა

ან საქართველოს, დასაშვები რეგიონების ფარგლებს გარეთ იმ პირობით რომ

გააჩნიათ ზემოთხსენებული ქვეყნების დასაშვებ რეგიონებში მუშაობის

მტკიცებადი გამოცდილება.

2.1.3. პარტნიორები და კონტრაქტორები

შემდეგი სუბიექტები არ არიან არც აპლიკანტები და არც აფილირებული პირ(ებ)ი და

არ აწერენ ხელს არც „მანდატს“ და არც “აფილირებული პირის განცხადებას“:

პარტნიორები

შესაძლებელია რომ პროექტში სხვა ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართული.

პარტნიორები წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მონაწილეობას

იღებს იმპლემენტაციის პროცესში და რეალურ როლს ასრულებს პროექტის

განხორციელებაში , თუმცა თავად ვერ მიიღებს საგრანტო დაფინანსებას,

სამივლინებო ან სამგზავრო ხარჯების გარდა ვერ აინაზღაურებს ხარჯებს გრანტის

თანხებიდან პარტნიორები არ არიან ვალდებულნი აკმაყოფილებდნენ 2.1.1. სექციაში

მოხსენიებული შესაბამისობის (დასაშვებობის) კრიტერიუმები, პარტნიორები უნდა

მოიხსენიებოდნენ საგრანტო განაცხადის B ნაწილის მე-6 სექციაში „ პროექტში

მონაწილე აპლიკანტის პარტნიორები“

კონტრაქტორები

გრანტის ბენეფიციარებს და მათთან აფილირებულ პირებს უფლება აქვთ გააფორმონ

ხელშეკრულებები. პარტნიორები ან აფილირებული პირები არ შეიძლება

იმავდროულად წარმოადგენდნენ პროექტის კონტრაქტორებს. კონტრაქტორები

ექვემდებარებიან, სტანდარტული საგრანტო კონტრაქტის დანართ IV-ში მოცემულ

შესყიდვების წესებს.

2.1.4. წამყვანი აპლიკანტის კონცეფცია

თითოეულ საგრანტო წინადადებას უნდა ჰყავდეს სულ მცირე ორი საზღვრისპირა

აპლიკანტი, ერთი აზერბაიჯანის დასაშვები რეგიონებიდან და მეორე საქართველოს

დასაშვები რეგიონიდან, რომლებიც იმოქმედებენ ერთად. ერთ–ერთი მათგანი იქნება

წამყვანი აპლიკანტი, ხოლო მეორე მისი თანა– აპლიკანტი.

პარტნიორობა არ დაიშვება ისეთ ორ ოპერატორს შორის რომლებიც ექვემდებარებიან

და ეკუთვნიან ერთსა და იმავე ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა რომ ისინი

20

შეიძლება დაფუძნებულნი იყვნენ სხვადასხვა მონაწილე ქვეყანაში (საქართველო და

აზერბაიჯანის რესპუბლიკა).

საგრანტო კონტრაქტის მოპოვების შემთხვევაში, გრანტის მინიჭების შემდეგ,

წამყვანი აპლიკანტი გახდება ბენეფიციარი, იგივე კოორდინატორი, ხოლო თანა–

აპლიკანტები კი თანა–ბენეფიციარები.

წამყვანმა აპლიკანტმა შემდეგი პასუხისმგებლობები უნდა იკისროს:

ა) მან უნდა დადოს ხელშეკრულება პროექტის თანა–აპლიკანტ(ებ)თან, რათა

უზრუნველყოს პროექტისთვის გამოყოფილი EaPTC-ის სახსრების სწორი ფინანსური

მენეჯმენტი, ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნების უზრუნველყოფის

ჩათვლით;

ბ) ყველა სახის კომუნიკაციის დროს იგი უნდა იყოს შუამავალი თანა–

აპლიკანტს(ებს) (მოგვიანებით განმარტებული, როგორც თანა–ბენეფიციარი(ები)),

აფილირებულ პირ(ებ)სა და დამკვეთ ორგანოს შორის;

გ) იგი პასუხისმგებელია მთლიანი პროექტის იმპლემენტაციაზე და თავის თავზე

იღებს სრულ ფინანსური პასუხისმგებლობას რათა უზრუნველყოს პროექტის

საგრანტო კონტრაქტის შესაბამისად განხორციელება;

დ) მან მონიტორინგი უნდა გაუწიოს პროექტის საგრანტო კონტრაქტის შესაბამისად

იმპლემენტაციას და მოახდინოს პროექტის იმპლემენტაციის კოორდინირება ყველა

ბენეფიციართან;

ე) იგი პასუხისმგებელია დამკვეთი ორგანოსთვის შემდგომში კონტრაქტით

მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიწოდებაზე

განსაკუთრებით კი ინფორმაცია თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც ეს

ინფორმაცია მოპოვებულ უნდა იქნას ბენეფიციარ(ებ)ისგან, წამყვან აპლიკანტს

(კოორდინატორს) ეკისრება ვალდებულება დამკვეთ ორგანოში წარდგენამდე

მოიპოვოს ეს ინფორმაცია, შეამოწმოს და გააერთიანოს. წამყვანი აპლიკანტის მიერ

დამკვეთი ორგანოსადმნი მიწოდებული ან მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია

ჩაითვლება ბენეფიციართან(ებ)თან შეთანხმებულად;

ვ) მან დამკვეთ ორგანოს უნდა შეატყობინოს ნებისმიერ სახის მოვლენის, შესახებ

რომელმაც ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ან გადადოს პროექტის განხორციელება;

21

ზ) იგი ვალდებულია თანა–აპლიკანტ(ებ)ს და აფილირებულ პირებს (ასეთის

არსებობის შემთხვევაში) გადაურიცხოს EaPTC თანხები;

თ) მან უნდა უზრუნველყოს, რომ თანა–აპლიკანტის(ებ)ის, (თანა–

ბენეფიციარის(ებ)ის) და აფილირებული პირების მიერ (ასეთის არსებობის

შემთხვევაში) გაღებული დანახარჯები გაწეულ იქნა პროექტის განსახორციელებლად

და შეესაბამება იმ აქტივობებს რომლებიც შეთანხმებული იყო აპლიაკანტ(ებ)ს/თანა–

აპლიკანტ(ებ)სა/და აფილირებულ პირ(ებ)ს შორის;

ი) მან უნდა შეატყობინოს დამკვეთ ორგანოს ნებისმიერი იმ ცვლილების შესახებ რაც

შეეხება თანა–აპლიკანტის(ებ)ის იურიდიული, ფინანსური, ტექნიკური,

ორგანიზაციული ან სადამფუძნებლო სიტუაციის ცვლილებებას, ასევე ნებისმიერი

ცვლილების შესახებ რაც დაკავშირებულია თანა–აპლიკანტ(ებ)ის სახელთან,

მისამართთან, ან იურიდიული წარმომადგენელთან;

კ) მან უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები (მოთხოვნის შემთხვევაში) ფინანსური

გარანტიის წარსადგენად იმ გრანტებისთვის, რომლებიც აჭარბებს 60 000 ევროს,

სპეციალური პირობების მუხლი 7.2.11–ის თანახმად;

ლ) მან უნდა დააწესოს გადახდის მოთხოვნები კონტრატის პირობების თანახმად;

მ) იგი, ყველა ბენეფიციარის სახელით, წარმოადგენს დამკვეთი ორგანოსგან თანხის

მიმღებს. წამყვანმა აპლიკანტ(ებ)მა უნდა უზრუნველყოს შემდგომში თანხების

გადანაწილება თანა-ბენეფიციარ(ებ)ზე დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე;

ნ) მან არ უნდა მოახდინოს მისთვის მინიჭებული რომელიმე დავალების ან

დავალებების ნაწილის დელეგირება თანა–აპლიკანტ(ებ)ზე, თანა–

ბენეფიციართან(ებ)ზე ან სხვა (აფილირებულ) პირებზე;

ო) ზოგადი პირობების მუხლი 16 –ის თანახმად, მას ეკისრება პასუხისმგებლობა

აუდიტის, შემოწმების, მონიტორინგის და შეფასების დროს წარმოადგინოს ყველა

საჭირო დოკუმენტაცია, თანა–ბენეფიციარების ანგარიშების და შესაბამისი

დოკუმენტაციის ასლების, ასევე ზოგადი პირობების მუხლი 10–ის თანახმად

გაფორმებული ნებისმიერი კონტრაქტის ხელმოწერილი ასლების ჩათვლით.

22

2.1.5. დასაშვები ქმედებები: ქმედებები რომელთათვისაც შესაძლებელია განაცხადის მომზადება

განმარტება:

პროექტი შედგება რიგი აქტივობებისგან:

იმისათვის, რომ ამ საგრანტო კონკურსით დასაფინანსებელი ქმედება იყოს

დასაშვები, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ყველა ერთობლივ ქმედებას უნდა გააჩნდეს მკვეთრად გამოხატული

ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება სამიზნე რეგიონებზე, რომელიც ნაჩვენები იქნება

ისეთი აქტივობებით და შედეგებით რომელთაც შეუძლიათ მდგრადი პოზიტიური

ეფექტი მოახდინონ შესაბამის სფეროებზე.

ქმედებების ტრანსსასაზღვრო ხასიათი წარმოდგენილი უნდა იყოს

ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი პირობით მაინც: ერთობლივი შემუშავება,

საერთო კადრები, ერთოვლივი განხორციელება ან/და საერთო დაფინანსება.

ერთობლივი შემუშავება – ნიშნავს რომ უნდა მოხდეს ქმედების მხარეების მიერ

ერთობლივად შემუშავება, რაც იმას ნიშნავს რომ განაცხადი ნათლად უნდა

აერთიანებდეს, ყველა დაინტერესებული მხარის იდეებს, პრიორიტეტებს და

ქმედებებს. წამყვანი აპლიკანტი (შემდგომში კოორდინატორი) არის ამ პროცესის

კოორდინატორი, მაგრამ მან ასევე უნდა უზრუნველყოს სხვა პარტნიორების

შემუშავების პროცესში დასაწყისიდანვე ჩართულობა;

ერთობლივი განხორციელება – ნიშნავს რომ ერთობლივი ქმედების

განსახორციელებლად საჭირო აქტივობები პარტნიორებს შორის თანაბრად არის

განაწილებული. მკაფიოდ გამოხატული შინაარსობრივი კავშირი უნდა არსებობს

ქვეყანაში/რეგიონში განსახორციელებელ აქტივობებს შორის და ასევე საჭირო

კონტაქტები უნდა არსებობდე ყველა მხარეს შორის. წამყვანი აპლიკანტი

(კოორდინატორი) ვალდებულია სათანადო კოორნდინირება გაუწიოს აქტივობებს,

დაიცვას გრაფიკი და უზრუნველყოს შესაბამისი ხარისხის მიღწევა;

საერთო კადრები – ნიშნავს, რომ ერთობლივმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს

ფუნქციების გაორმაგება. კადრებს შორის უნდა მოხდეს აქტივობების და

პასუხისმგებლობების თანაბარი გადანაწილება, მაგალითად მცირე მასშტაბის

23

პროექტების შემთხვევაში ერთი პროექტის მენეჯერი და ერთი ფინანსური მენეჯერი

საკმარისი უნდა იყოს მთლიანი პროექტისთვის.

ერთობლივი დაფინანასება– ნიშნავს რომ თითოეული ერთობლივი ქმედებებისათვის

იარსებებს მხოლოდ ერთი საგრანტო კონტრაქტი, ერთი საერთო ბიუჯეტით და

საერთო ანგარიშგებით. საერთო ბიუჯეტი უნდა გადანაწილდეს პარტნიორებს

შორის, მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების თანაბარი გადანაწილების

მიხედვით. წამყვანი აპლიკანტი (კოორდინატორი) პასუხისმგებელია თანხების

ადმინისტრირებასა და მათ პარტნიორებზე გადანაწილებაზე, აგრეთვე მათი

გამოყენების შესახებ ანგარიშგებაზე.

ხანგრძლივობა

პროექტის თავდაპირველი ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები და 18

თვეზე მეტი.

ადგილმდებარეობა

პროექტის საბოლოო ბენეფიციარებს უნდა წარმოადგენდნენ პროგრამით

გათვალისწინებული ტერიტორიების მოსახლეობა და პროექტის აქტივობები

განხორციელებულნი უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ დასაშვებ ტერიტორიებზე.

აზერბაიჯან-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს იმ

რეგიონებს თუ ადმინისტრაციულ ერთეულებს რომლებიც განლაგებულია

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, კერძოდ:

საქართველოსთვის: ქვემო ქართლი და კახეთის რეგიონები

აზერბაიჯანისთვის: განჯა-გაზახი და შექი-ზაქათალა

ქმედების ტიპები

ის ერთობლივი ქმედებები რომლებიც დაფინანსდება აზერბაიჯან-საქართველოს

ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამით უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილი სამი

საოპერაციო მიზნიდან და შესაბამისი პრიორიტეტებიდან სულ მცირე ერთს მაინც.

24

საოპერაციო მიზანი 1 – სასაზღვრო რეგიონების ადგილობრივი თემების

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ეკონომიკური და სოციალური

განვითარების მხარდამჭერი ერთობლივი პროექტების მეშვეობით.

ამ საოპერაციო მიზნის ფარგლებში, იმ აქტივობებს, დაეჭირება მხარი, რომლებიც

შეესაბამება შემდეგ ორ პრიორიტეტს:

პრიორიტეტი A - სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ეკონომუკურ

სექტორებში ტრანსსასაზღვრო სინერგიების განვითარება

შემდეგი ქმედებები შეიძლება იქცეს ერთობლივი პროექტების საფუძვლად (სია არ

არის ამომწურავი):

o ბაზრების შესახებ ინფორმაციასთან წვდომის გასაუმჯობესებლად,

აგრარული პროდუქციის მწარმოებელთათვის ბიზნეს საინფორმაციო

მომსახურების ჩამოყალიბება და განვითარება;

o ერთობლივი ქმედებები სოფლის მეურნეობის პროდუქციის

მწარმოებლების მიერ საბაჟო პროცედურების ცოდნის

გასაუმჯობესებლად ტრანსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებისთვის

o ტრენინგები და სწავლებები ერთობლივი ექსპორტის კომპეტენციების

მოდერნიზებისა და განვითარებისთვის

o დასაშვებ რეგიონებს შორის ტრანსსასაზვრო ვაჭრობის ხელშეწყობის

მიზნით, ადგილობრივი პროდუქციისათვის სისტემატიური

(სეზონური) ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზება;

o უფრო მეტი დამატებითი ღირებულების პროდუქციის ერთობლივი

შექმნისათვის საჭირო კონტაქტების დამყარების და სავაჭრო

ურთიერთობების წახალისება

o საერთო საირიგაციო სისტემების განვითარება რომლებიც

უზრუნველყოფს ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების მდგრად

გამოყენებას

o ტრენინგები სოფლის მეურნეობასა და მსგავს დარგებში არსებულ

ინოვაციურ ტექნოლოგიებში და სასარგებლო გამოცდილების გაცვლა.

o სასოფლო სამეურნეო სექტორში სტრუქტურული რეფორმების

მხარდასაჭერად საჭირო სამეცნიერო ნარკვევების, კვლევებისა და

განვითარების აქტივობები და ასევე ადვოკატირების ქმედებები.

o აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტების

გაუმჯობესება

25

პრიორიტეტი B – ტრანსსასაზღვრო ტურისტული პოტენციალის შექმნა

შემდეგი ქმედებები შეიძლება იქცეს ერთობლივი პროექტების საფუძვლად

(სია არ არის ამომწურავი):

o მოსაზღვრე რეგიონებში ტურისტული ბიუროების, ოპერატორების ,

საინფორმაციო ცენტრების და სასტუმროების ქსელების და ასოციაციების

ჩამიყალიბება;

o ერთობლივი ტრანსსასაზღვრო ტურისტული მარშუტების შექმნა

(კულტურული, ისტორიული, ა.შ);

o ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივი ტურისტული ნაკადების

გამოსაცოცხლებლად საჭირო ტურისტული მნიშვნელობის მქონე ადგილების

აღდგენა;

o მომსახურების გასაუმჯობესებლად, ტურისტული მომსახურების

ადგილობრივი ტურისტული სერვისების პროვაიდერებისთვის ტრეინინგების

ჩატარება

საოპერაციო მიზანი 2 – საერთო პრობლემების მოგვარება

ამ საოპერაციო მიზნის ფარგლებში მხარდაჭერას მიიღებენ ისეთი აქტივობები

რომლებიც აკმაყოფილებენ პრიორიტეტებს:

პრიორიტეტი A - ტრანსსასაზღვრო ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა

და საგანგებო სიტუაციებისადმი მზაობის გაზრდა

შემდეგი ქმედებები შეიძლება იქცეს ერთობლივი პროექტების საფუძვლად (სია

არ არის ამომწურავი):

o წყლის რესურსების ერთობლივი მონიტორინგი და მენეჯმენტი;

o იმ სამრეწველო ზონების ერთობლივი მონიტორინგი,რომლებიც სერიოზულ

ეკოლოგიურ ზიანს აყენებენ მოსაზღვრე რეგიონებს ჰაერის, წყლის, ნიადაგის

თუ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების კუთხით;

o ტყეების შემდგომი გამეჩხერების თავიდან ასაცილებლად და ბიო-

მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, მოსაზღვრე რეგიონებში ტყეების და

ეკოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე

ადგილების ერთობლივი მონიტორინგი და მენეჯმენტი;

o საერთო ქმედებები საგანგებო სიტუაციების მიმართ მზაობის

გასაუმჯობესებლად - წყალდიდობა, მიწისძვრა, ა.შ.

26

o ნარჩენების შეგროვების, მართვისა და გადამუშავებისადმი საერთო მიდგომა ;

o საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ტრანსასაზღვრო გარემოსდაცვითი

საკითხების შესახებ.

საოპერაციო მიზანი 3 - კულტურა, განათლება და სპორტი

ამ საოპერაციო მიზნის ფარგლებში მხარდაჭერას მიიღებენ ისეთი აქტივობები

რომლებიც აკმაყოფილებენ პრიორიტეტებს:

პრიორიტეტი A - კულტურულ, საგანმანათლებო და სპორტულ სფეროში მიღებული

ზომების დახმარებით სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფა

შემდეგი ქმედებები შეიძლება იქცეს ერთობლივი პროექტების საფუძვლად (სია

არ არის ამომწურავი):

o სოციალური საკითხების გადასაჭრელად საჭირო კოორდინირებული

ქმედებები, ადგილობრივ და რეგიონალურ თვითმმართველობებს და ასევე

არასამთავრობოებს შორის.

o გენდერული საკითხების გადასაჭრელად საჭირო ერთობლივი ინიციატივები

o საზოგადოებრივი სერვისების განვითარება

o საზღვრისპირა რეგიონებში სახელმწიფო და არასახელმწიფო პირებს

წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა

o კვლევების, სწავლების და ტრენინგების და ასევე ადვოკატირების აქტივობები

სოციალური საკითების გადასაჭრელად

o რეგიონალურ მედიას შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა

• პრიორიტეტი B - მოსაზღვრე რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირის

განვითარება

შემდეგი ნაბიჯები შეიძლება გახდეს ერთობლივი პროექტების საფუძველი (სია

არასრულია):

o განათლების, კულტურის და სპორტის კუთხით ახალგაზრდულ

ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისკენ მიმართული ქმედებები

o ერთობლიკი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და

ფესტივალების ორგანიზება

27

o გაცვლითი ღონისძიებები სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო თუ

კულტურულ დაწესებულებებს შორის

o ერთობლივი ინიციატივები ახალგაზრდებს შორის დასაქმებადობის

გაზრდისათვის, პროფესიონალურ-ტექნიკური განათლებისა და ტრენინგების

ჩათვლით

o მულტი-კულტურული მრავალფეროვნების, მემკვიდრეობისა და

ტოლერანტობის ხელშეწყობა

შემდეგი ტიპის ქმედებები არ არის დაშვებული:

• ქმედებები ტრანსასაზღვრო ზემოქმედების გარეშე;

• დასაშვები გეოგრაფიული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ

განხორციელებული საქმიანობა;

• მომგებიანი ქმედებები, გარდა იმ შემთხვევების როცა ხდება შემოსავლის

გამომუშავება ამ ქმედებების საგრანტო კონტრაქტის დასრულების შემდეგ

გაგრძელების უზრუნველსაყოფლად ;

• კონტრაქტზე ხელის მოწერამდე დაწყებული საქმიანობა;

• პროექტის იმპლემენტაციის პერიოდის შემდეგ განხორციელებული

ქმედებები (გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ეს დამკვეთი ორგანოს მიერ

წინასწარაა დამოწმებული);

• ქმედებები, რომელიც უკვე დაფინანსებულია ევროკავშირის სხვა პროგრამით

ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის მიერ (ორმაგი დაფინანსება);

• ქმედებები , რომელიც მხოლოდ ან ძირითადად მოიცავს ინდივიდუალურ

დაფინასებას სწავლებასთან ან ტრეინინგებთან დაკავშირებით, ვორქშოფებზე,

სემინარებზე, კონფერენციებსა ან სხდომებზე დასწრებასა და მათში

მონაწილეობას;

• ქმედებები, რომლებიც შედის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანიზაციების

ან სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურების (ადგილობრივი მთავრობის

ჩათვლით) ზოგად საქმიანობაში; ისეთი ქმედებები, რომლებიც

უზრუნველყოფს ადგილობრივ ორგანიზაციების რუტინული საქმიანობის

დაფინანსებას, განსაკუთრებით კი როდესაც ასეთი ქმედებები ფარავს მათ

საოპერაციო ხარჯებს ( ანუ საოპერაციო გრანტები);

• ქმედებები, რომელიც ძირითადად მიმართულია ინფრასტრუქტურის და

აღჭურვილობის განახლებაზე.

• საქველმოქმედო შეწირულობებთან დაკავშირებული ქმედებები;

28

• მიწის ნაკვეთის, უძრავი ქონების, ან ძირითადად აღჭურვილობის შეძენასთან

დაკავშირებული ქმედებები;

• ქვე-გრანტების გაცემა(ფინანსური მხარდაჭერა მესამე პირისთვის);

• პროზელიტიზმის შემცველი საქმიანობა.

მესამე პირისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერა8

აპლიკანტებს არ შეუძლიათ ამ გრანტის ფარგლებში მოითხოვონ მესამე პირთათვის

მხარდაჭერა

8 ეს მესამე პირები არ წარმოადგენენ არც აფილირებულ პირებს, არც ასოცირებულ პარტნიორებს და

არც კონტრაქტორებს

29

ხილვადობა

აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გასაჯაროება იმის შესახებ , რომ

პროექტი დააფინანსა ან თანა–დაფინანსებით უზრუნველყო ევროკავშირმა,

პროექტები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის დაფინანსებული

ევროკავშირის მიერ უნდა მოიცავდეს ისეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო

ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი ან სპეციფიური აუდიტორიის

ცნობიერების ამაღლებას, შესაბამის ქვეყანაში ან რეგიონში პროექტის

განხორციელების მიზეზების, ევროკავშირის მიერ პროექტისთვის გაწეული

მხარდაჭერის, აგრეთვე პროექტის შედეგების და გაწეული მხარდაჭერის გავლენის

შესახებ.

აპლიკანტებმა უნდა იმოქმედონ მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად და

უზრუნველყონ ევროკავშირის მიერ გაწეული დაფინანსის ხილვადობა. ( იხ.

ევროკავშირის გარე ქმედებათა საკომუნიკაციო და ხილვადობის სახელმძღვანელო,

რომელიც გამოქვეყნებულია ევრო კომისიის მიერ, შემდეგ მისამართზე:

http://ec.europa.eu/europeaid/funding/communication-and-visibility-manual-eu-external-actions_en).

განაცხადებისა და გრანტების ოდენობა თიოთეულ აპლიკანტზე

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წამყვანმა აპლიკანტმა არ უნდა შეომიტანოს

ერთზე მეტი განაცხადი ერთი სამოქმედო მიზნისთვის,

წამყვანი აპლიკანტის მიერ ერთი საოპერაციო მიზნისთვის ერთზე მეტი განაცხადის

წარდგენის შემთხვევაში მის მიერ შემოტანილი ყველა განაცხადი ბათილად

ჩაითვლება.

წამყვანი აპლიკანტი, ამავე დროს, სხვა განაცხადში შეიძლება მონაწილეობდეს

როგორც თანა–აპლიკანტი ან აფილირებული პირი.

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თანა–აპლიკანტს/აფილირებულ პირს, შეუძლია

ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარდგენა.

ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თანა–აპლიკანტს/ აფილირებულ პირს,

შესაძლოა მიენიჭოს ერთზე მეტი გრანტი.

თანა–აპლიკანტს/აფილირებულ პირს, ამავე დროს, უფლება აქვს მონაწილეობა

მიიღოს სხვა განაცხადში როგორც აპლიკანტმა ან აფილირებულმა პირმა.

30

2.1.6. დასაშვები ხარჯები: ხარჯები რომელთა ბიუჯეტში შეყვანა შესაძლებელია

მხოლოდ „დასაშვები ხარჯები“ შეიძლება დაფაროს გრანტმა. ქვემოთ მოცემულია

დასაშვები და დაუშვებელი ხარჯების კატეგორიები.

ბიუჯეტი ერთდროულად წარმოადგენს ხარჯთაღრიცხვას ასევე მაქსიმალურ ზღვარს

დასაშვები ხარჯებისთვის.

დასაშვები ხარჯების ანაზღაურება ეფუძვნება ბენეფიციარ(ებ)ის და აფილირებული

პირ(ებ)ის მიერ ფაქტიურად გაწეულ ხარჯებს.

რეკომენდაცია გრანტის მინიჭების თაობაზე ეფუძნება იმ დაშვებას რომ შემოწმებები

რომლებიც წინ უძღვის კონტრაქტის გაფორმებას, არ გამოავლენს ისეთ პრობლემებს,

რომელთა გამოც ბიუჯეტში საჭირო გახდება კორექტირებების შეტანა (მაგ.

როგორიცაა არითმეტიკული შეცდომები, უზუსტობები, არარეალური და

დაუშვებელი ხარჯები). შემოწმების შედეგების მიხედვით შეიძლება გაჩნდეს

დამატებითი განმარტებების მოთხოვნის საჭიროება და ასეთი შეცდომებისა და

უზუსტობების გამოსასწორებლად დამკვეთი ორგანო მოითხოვს ბიუჯეტში

ცვლილებების შეტანას ან მის შემცირებას, რათა გამოსწორდეს ასეთი შეცდომები ან

უზუსტობები. შეტანილი შესწორებების შედეგად, შეუძლებელია გრანტის ან მასში

ევროკავშირის თანადაფინანსების პროცენტული წილის გაზრდა.

აქედან გამომდინარე, აპლიკანტის ინტერესებში შედის წარმოადგინოს რეალური და

რენტაბელური ბიუჯეტი.

დასაშვები პირდაპირი ხარჯები

როგორც ეს II დანართის (სტანდარტული საგრანტო კონტრაქტის, ზოგადი

პირობები), მე-14 მუხლშია განმარტებული, დასაშვები ხარჯები, წარმოადგენს

ბენეფიციარ(ებ)ის, მიერ გაწეულ იმ ფაქტობრივ ხარჯებს რომლებიც ერთდროულად

აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ხარჯები გაწეულ იქნა პროექტის იმპლემენტაციის პერიოდში ისე როგორც ეს

მოცემულია „განსაკუთრებული პირობების“ მე-2 მუხლში, კერძოდ:

(i) მომსახურებასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული

ხარჯები უნდა ეხებოდეს იმ აქტივობებს რომლებიც შესრულდა პროექტის

იმპლემენტაციის პერიოდში, მომარაგებასთან დაკავშირებული ხარჯები

31

უკავშირდება პროექტის იმპლემენტაციის პერიოდში მიწოდებული და

დამონტაჟებულ ნივთებს. კონტრაქტის ხელმოწერა,შეკვეთის გაფორმება, ან

რაიმე სახის ვალდებულების აღება იმ პირობით რომ მომსახურება, სამუშაო

ან მარაგის მიწოდება მოხდება პროექტის იმპლემენტაციის პერიოდის

დასრულების შემდეგ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას;

(ii) გაწეული ხარჯები საბოლოო ანგარიშის წარდგენამდე უნდა იყოს

გადახდილი. თუმცა მათი გადახდა ამ პერიოდის გასვლის შემდეგაც არის

შესაძლებელი იმ შემთხვევაში თუ ასეთი ხარჯები მოცემულია საბოლო

ანგარიშში სავარაუდო გადახდის თარიღთან ერთად

(iii) გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ პროექტის საბოლოო ანგარიშთან,

აუდიტთან ან საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯების

შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა გაწეული იყვნენ საბოლოო

იმპლემენტაციის პერიოდის დასრულების შემდგომ

ბ) მითითებულია პროექტის მთლიან სავარაუდო ბიუჯეტში;

გ) აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად;

დ) ხარჯები არის იდენტიფიცირებადი და შემოწმებადი, კერძოდ კი ასახულია

ბენეფიციარ(ებ)ის საბუღალტრო ჩანაწერებში, და შეესაბამება მოქმედ საბუღალტრო

სტანდარტებს და ზოგადი მენეჯერული აღრიცხვის პრინციპებს .

ე) ისინი შეესაბამებიან მოქმედ საგადასახადო და სოციალურ კანონმდებლობას;

ვ) არის გონივრული, გამართლებული და შეესაბამება ეფექტური ფინანსური

მენეჯმენტის მოთხოვნებს, კერძოდ კი ეკონომიურობას და ეფექტიანობას.

IV დანართი 14.1. მუხლის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ გაწეული შემდეგი

პირდაპირი ხარჯები შეიძლება ჩაითვალოს დასაშვებად

ა) პროექტში დასაქმებულ კადრებთან დაკავშირებული ხარჯები, დარიცხული

ხელფასების სოციალური გადასახადების და სხვა ანაზღაურებებთან

დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს იმ

ხელფასებს და ხარჯებს რასაც ბენეფიციარი ჩვეულებრივ გაწევდა, გარდა იმ

შემთხვევისა როდესაც წარმოდგენილია მყარი დასაბუთება იმის თაბაზე თუ რატომ

არის ამ ხარჯების გაწევა აუცილებელი პროექტის განხორციელებისთვის

32

ბ) თანამშრომლების და პროექტში მონაწილე პირების მგზავრობის და სამივლინებო

ხარჯები, რომლებიც არ აჭარბებენ იმ განაკვეთებს რასაც ბენეფიციარი ჩვეულებრივ

გაწევდა და ასევე არც დღეისათვის მოქმედ GIZ-ის სამივლინებო დღიურ ნორმებს

გ) პროექტისათვის საჭირო აღჭურვილობისა და მარაგების (ახლის ან მეორადის)

შესყიდვის ხარჯები , იმ პირობით, რომ პროექტის დასრულებისას მოხდება მათი

საბოლოო ბენეფიციარებზე გადაცემა, როგორც ეს ზოგადი პირობების მუხლი 7.5–

შია განმარტებული.

დ) სახარჯო მასალებზე გაწეული ხარჯები;

ე) ბენეფიციარ(ებ)ის მიერ პროექტის მიზნებისთვის დადებული იმ კონტრაქტებიდან

გამომდინარე ხარჯები, რომლებიც ეხება ზოგადი პირობების მუხლი 10–ში

განმარტებულ საიმპლემენტაციო კონტრაქტებს.

ვ)კონტრაქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხარჯები ( ინფორმაციის გავრცელება,

პროექტთან დაკავშირებული შეფასება,აუდიტი, თარგმანი, რეპროდუქცია, დაზღვევა

და ა.შ), საბანკო მომსახურებისხარჯების ჩათვლით (კერძოდ, გადარიცხვის და თუ

კონტრაქტით ასეთი რამ არის მოთხოვნილი, საბანკო გარანტიის ხარჯები).

გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვი

ბიუჯეტი შესაძლოა შეიცავდეს გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვს რომელიც

არ უნდა აღემატებოდეს დასაშვები პირდაპირი ხარჯების 5 %–ს. მისი გამოყენება

შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი

წერილობითი თანხმობით.

დასაშვები არაპირდაპირი ხარჯები

პროექტის განხორციელებისთვის გაწეული არაპირდაპირი ხარჯები დასაშვებია

ფიქსირებული განაკვეთით დაფინანსების პირობებში, თუმცა მისი მთლიანი

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი დასაშვები პირდაპირი ხარჯების 7 %–

ს. არაპირდაპირი ხარჯები დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს საგრანტო

კონტრაქტის რომელიმე სხვა ბიუჯეტის კატეგორიაში აღნიშნულ ხარჯებს.

კონტრაქტის გაფორმებამდე შესაძლოა აპლიკანტისგან მოთხოვნილ იქნეს მის მიერ

მიითითებული პროცენტული მაჩვენებლის დასაბუთება. თუმცა, მას შემდეგ რაც

საგრანტო კონტრაქტის განსაკუთრებულ პირობებში, მოხდება ფიქსირებული

განაკვეთის დაფიქსირება, ასეთ ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური

დოკუმენტაციის წარმდგენა აღარ იქნება საჭირო. თუ რომელიმე აპლიკანტ(ებ)ი ან

33

აფილირებული პირ(ებ)ი პარალურად ფინანსდება ევროკავშირის საოპერაციო

გრანტით, მაშინ მათ არ შეუძლიათ პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული

არაპირდაპირი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.

შენატანები ნატურალური ფორმით

ნატურალური ფორმით განხორციელებული შენატანი ნიშნავს მესამე მხარის მიერ

ბენეფიციარ(ებ)ის ან აფილირებული პირ(ებ)ის საქონლით ან მომსახურებით

უფასოდ უზრუნველყოფას. რადგან ნატურალური ფორმით განხორციელებული

შენატანების შემთხვევაში ბენფიციარ(ებ)ს ან აფილირებულ პირ(ებ)ს არ უწევთ

ხარჯის გაწევა, შესაბამისად ასეთი სახის შენატანები ვერ ჩაითვლება დასაშვებ

ხარჯად.

ნატურალური ფორმით განხორციელებული შენატანები ვერ ჩაითვლება

თანადაფინანსებად

თუმცა ასეთი შენატანები მაინც უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში თუ იგი მოცემულია

პროექტის აღწერაში.

დაუშვებელი ხარჯები

შემდეგი ხარჯები არ არის დასაშვები :

– სესხი (ან ნებისმიერი ვალი) და სესხის მომსახურების ხარჯები (პროცენტი);

– დანაკარგებისთვის ან პოტენციური სამომავლო ვალდებულებებისთვის

შექმნილი სარეზერვო დანაზოგები;

– ბენეფიციარ(ებ)ის მიერ ნაჩვენები ის ხარჯები რომელიც უკვე ფინანსდება

ევროკავშირის ან ევროპის განვითარების ფონდიდან (EDF) დაფინანსებული

სხვა პროექტის ან სამუშაო პროგრამის ფარგლებში

– მიწის ნაკვეთის ან შენობის შეძენა;

– კურსთა სხვაობით გამოწვეული დანაკარგები;

– მესამე პირებზე გაცემული კრედიტი;

– გადასახადები, ბაჟი, ბეგარა, საურავი, დამატებითი ღირებულების

გადასახადის ჩათვლით;

– შენატანები ნატურალური ფორმით;

34

– საგრანტო კონტრაქტში გათვალისწინებული პროექტის იმპლემენტაციის

დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ შესრულებული ქმედებებისთვის

გაწეული ხარჯები, საბოოლოო ანგარიშთან (დანახარჯების შემოწმების

ჩათვლით) და პროექტის საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯების

გარდა, რომლები შესაძლოა გაწეულ იქნეს პროექტის იმპლემენტაციის

პერიოდის ამოწურვის შემდეგაც

– ეროვნული ადმინისტრაციის თანმშრომლების ხელფასები9.

2.2. როგორც გავაკეთოთ განაცხადი და რა პროცედურები გავიაროთ.

2.2.1. განაცხადის ფორმები

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს საგრანტო აპლიკაციის ფორმაში მოცემული

კონცეფციასთან და სრული განაცხადის ფორმასთან დაკავშირებული

ინსტრუცქიების. (იხ. ამ სახელმძღვანელოს დანართები, კერძოდ კი დანართი A).

განაცხადის უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

გთხოვთ დაკვირვებით და რაც შეიძლება მკაფიოდ შეავსოთ სრული განაცხადის

ფორმა, რათა მოხდეს მისი სათანადოდ შეფასება.

ნებისმიერმა შეცდომამ ან უზუსტობამ რომელიც დაკავშირებულიაკონცეპციის

ინსტრუქციაში ჩამოთვლილ საკითხებთან ან ნებისმიერმა შეუსაბამობამ სრული

განაცხადის ფორმასთან (მაგ. ბიუჯეტის სხვადასხვა გვერდზე მოცემული თანხები

ერთმანეთს არ შეესაბამება) შესაძლოა გამოიწვიოს განაცხადის ბათილად ცნობა.

ახნა-განმარტებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვება, ახსნა განმარტებები თუ

მოყვანილი ინფორმაცია გაუგებარია და შესაბამისად დამკვეთ ორგანოს აფერხებს

ობიექტური შეფასებისგან

ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება.

9 ადგილობრივი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა ხელფასები დასაშვებ ხარჯად ჩაითვლება იმ

შემთხვევაში თუ ის დაკავშირებულია ისეთი სახის აქტივობებთან, რომელსაც რელევანტური საჯარო

სამსახური არ განახორციელებდა , რომ არა ეს საქმიანობა. თუმცა ხელფასები ვერ დაფინანსდება ევროკავშირის მხრიდან. ხელფასები შეიძლება ჩაითვალოს თანა–დაფინანსების კონტრიბუციად.

35

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შეფასდება მხოლოდ განაცხადის ფორმა და ის

დანართები რომლებიც უნდა შეივსოს, ( ბიუჯეტი, ლოგიკური სტრუქტურა). აქედან

გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტები შეიცავდეს პროექტთან

დაკავშირებულ ყველა რელევანტურ ინფორმაციას. არ გამოაგზავნოთ დამატებითი

დანართები.

პროექტთან დაკავშირებული საბიუჯეტო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს

მხოლოდ ბიუჯეტში ( დანართი B) და ბიუჯეტში მოცემული რიცხვები გამოხატული

უნდა იყოს ევროში მეასედამდე დამრგვალების გათვალისწინებით აპლიკანტებმა

მხედველობაში უნდა მიიღონ , რომ დანართ B-ში სამი სამუშაო ფურცელია

შესავსები:

სამუშაო ფურცელი 1–„ პროექტის ბიუჯეტი“ ( სამუშაო ფურცელი 1 უნდა მოიცავდეს

ყველა დასაშვებ ხარჯს, რომელიც პროექტისთვისაა გათვალისწინებული);

თითეული ხარჯის პუნქტი უნდა დაიშალოს თითოეული აპლიკანტის, თანა–

აპლიკანტის და აფილირებული პირის მიხედვით და ხარჯის აღწერის გასწვრივ

მიეთითოს შესაბამისი აპლიკანტის (ან თანა–აპლიკანტის ან აფილირებული პირის)

სახელი. თითოეულ სახელფასო ხარჯს, დაკავებული თანამდებობის გასწვრივ უნდა

მიეთითოს დროის ის პროცენტული განაკვეთი რომელსაც ესა თუ ის კადრი

დაუთმობს პროექტს.

აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და მიჰყვნენ სამუშაო ფურცლის ბოლოში

მოცემულ მითითებებს.

სამუშაო ფურცელი 2–„ სამოქმედო ბიუჯეტის დასაბუთება“ უნდა მოიცავდეს

თითეული საბიუჯეტო პუნქტის განმარტებას, რომელიც უნდა აღწერდეს

თითოეული ხარჯის საჭიროებას და მათ კავშირს პროექტთან, აგრეთვე

განმარტებული უნდა იყოს თუ როგორ მოხდა თითოეული ხარჯის დათვლა.

სამუშაო ფურცელი 3–„მოსალოდნელი დაფინანსების წყაროები“ – უნდა აჩვენებდეს

თითოეული წყაროდან მოთხოვნილ დაფინანსებას მაგ. ევროკავშირიდან

მოთხოვნილ წვლილს და აპლიკანტის ან ნებისმიერი სხვა დონორის მიერ გაღებულ

თანადაფინანსებას.

2.2.2. როგორ და სად გავაგზავნოთ განაცხადი

განაცხადი წარდგენილი უნდა შემდეგნაირად: A4 ფორმატის 1 ორიგინალი

ეგზემპლარი და 2 ასლი, თითოეული მათგანი უნდა იყოს აკინძული. სრული

36

განაცხადის ფორმა ( ნაწილი A: კონცეფცია და ნაწილი B: სრული განაცხადის ფორმა),

ბიუჯეტი და ლოგიკური სტრუქტურა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს

ელექტრონული ფორმატში, ცალცალკე ფაილებად ( CD-ROM), (განაცხადის ფორმა არ

უნდა იყოს დანაწევრებული რამოდენიმე სხვადასხვა ფაილად). ელექტრონული

ფაილი უნდა შეიცავდეს ზუსტად იგივე განაცხადს რასაც თანდართული ქაღალდის

ვერსია.

საკონტროლო ფურცელი ( სექცია 7 ნაწილი B საგრანტო განაცხადის ფორმა) და

აპლიკანტის დეკლარაცია ( სექცია 8 ნაწილი B საგრანტო განაცხადის ფორმა) ცალკე

უნდა იყოს დასტეპლერებული და კონვერტში ჩადებული.

გარე კონვერტზე უნდა იყოს მითითებული საგრანტო კონკურსის ნომერი და

სათაური, აპლიკანტის სრულ სახელთან და მისამართთან ერთად, აგრეთვე

კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი სიტყვები:“Not to be opened before the

opening session“ და „არ გაიხსნას შეფასების სესიის დაწყებამდე“.

განაცხადები უნდა წარადგინოთ დალუქული კონვერტით რეგისტრირებული

ფოსტის, კერძო საკურიერო მომსახურების საშუალებით ან პირადად ( მომტანს

მიეცემა ხელმოწერილი და დათარიღებული მოწმობა ) შემდეგ მისამართზე:

საფოსტო მისამართი

Eastern Partnership Territorial Cooperation - Managing Authority

Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

5 Elene Akhvlediani Agmarti

0103 Tbilisi, Georgia

მისამართი პირადად ან კერძო კურიერის მომსახურებით მოწოდებისათვის

Eastern Partnership Territorial Cooperation - Managing Authority

Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH

5 Elene Akhvlediani Agmarti

0103 Tbilisi, Georgia

ნებისმიერი სხვა საშუალებით ( მაგ: ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით)

გამოგზავნილი ან სხვა მისამართზე მიტანილი განაცხადი ბათილად ჩაითვლება.

37

საკონტროლო ფურცლის (საგრანტო განაცხადის ფორმის ნაწილი B-ს სექცია 7 )

საშუალებით აპლიკანტებმა უნდა შეამოწმონ განაცხადის სრულყოფილება.

არასრული განაცხადი ბათილად ჩაითვლება.

თითოეულმა აპლიკანტმა ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის დეკლარაციას

(საგრანტო განაცხადის ფორმის ნაწილი B-ს სექცია 8), დეკლარაცია ხელმოწერილი

უნდა იყოს იურიდიული უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის მიერ.

თანა–აპლიკანტების მანდატი ხელმოწერილი უნდა იყოს იურიდიული

უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლიეს მიერ. (საგრანტო განაცხადის ფორმის

ნაწილი B-ს სექცია 4)

2.2.3. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 დეკემბერი, რაც დასტურდება

გაგზავნის თარიღით, საფოსტო ბეჭდით ან ქვითრით. პირადად მიტანის

შემთხვევაში მიღების ბოლო ვადაა 17: 00 ადგილობრივი დროით, რაც დასტურდება

მიღების დამადასტურებელი ხელმოწერილი და დათარიღებული დოკუმენტით.

ბოლო ვადის შემდეგ წარდგენილი ნებისმიერი განაცხადი ავტომატურად ბათილად

ჩაითვლება.

თუმცა ადმინსიტრაციული პროცედურების ეფექტურობისთვის, დამკვეთმა

ორგანომ შეიძლება ბათილად ცნოს ნებისმიერი დროულად გაგზავნილი განაცხადი

რომელიც მიღებული იქნა შეფასების პირველი ნაბიჯის დამოწმების შემდეგ. (

იხილეთ საორიენტაციო კალენდარი სექცია 2.5.2-ში).

2.2.4. დამატებით ინფორმაცია განაცხადების შესახებ

ინფორმაცია ამ საგრანტო კონკურსისთვის გამართული საინფორმაციო დღეების

შესახებ გამოყვეყნდება შემდეგ მისამართზე http://eaptc-ma.eu/en/page/cat/2/Azerbaijan-

Georgia/.

დამატებით, კითხვები შესაძლებელია გამოიგზავნის ქვემოთ მოყვანილ

ელექტრონული ფოსტის მისამართზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადამდე 21

დღით ადრე, საგრანტო კონკურსთან მითითება ნათლად უნდა იყოს გამოხატული.

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

38

დამკვეთი ორგანო არ არის ვალდებული ამ თარიღის შემდეგ შემოსულ კითხვებზე

უპასუხოს.

პასუხების გაცემა მოხდება განაცხადების წარდგენის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს

11 დღისა.

აპლიკანტებისათვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად, დამკვეთ ორგანოს

არ შეუძლია წინასწარი აზრი გამოთქვას აპლიკანტების , აფილირებული პირ(ებ)ის

,პროექტების ან კონკრეტული აქტივობების დასაშვებობის შესახებ.

კითხვები რომლებიც შესაძლოა რელევანტური იყოს სხვა აპლიკანტებისთვისაც

პასუხებთან ერთად გამოქვეყნდება ვებსაიტზე : http://eaptc-

ma.eu/en/page/cat/2/Azerbaijan-Georgia/. აქედან გამომდინარე რეკომედირებულია

რეგულარულად ეწვიოთ ამ ვებსაიტს, რათა ინფორმირებული იყოთ

გამოქვეყნებული კითხვა– პასუხის შესახებ.

2.3. განაცხადების შეფასება და შერჩევა.

განაცხადები განიხილება და შეფასდება დამკვეთი ორგანოს მიერ, გარე

შემფასებლების შესაძლო დახმარებით. აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი ყველა

პროექტი შეფასდება შემდეგი ნაბიჯების და კრიტერიუმების თანახმად:

თუ განაცხადის განხილვის დროს გამოვლინდება , რომ შეთავაზებული პროექტი არ

შეესაბამება აბზაც 2.1 –ში მოცემულ შესაბამისობის (დასაშვებობის) კრიტერიუმებს ,

განაცხადი ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ მიზეზის საფუძველზე.

(1) ნაბიჯი 1 : გახსნა , ადმინისტრაციული შემოწმება და კონცეფციის შეფასება

შემდეგი რამ შეფასდება:

• დაცულია თუ არა განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა. თუ აღნიშნული

ვადა არ იქნა დაცული განაცხადი ავტომატურად ბათილად იქნება

ცნობილი.

• აკმაყოფილებს თუ არა განაცხადის ფორმა საკონტროლო

ჩამონათვალში მითითებულ 1–5 პუნქტის ყველა კრიტერიუმს (

საგრანტო განაცხადის ფორმის ნაწილი B-ის სექცია 7) იმ შემთხვევაში

თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არასრული ან არასწორია ამის

საფუძველზე განაცხადი ბათილად იქნება ცნობილი, და ვეღარ გადავა

შეფასების შემდგომ ეტაპზე

39

ის კონცეფციები, რომელიც გაივლის პირველ ადმინისტრაციულ შემოწმებას,

შეფასდება გარე შემფასებლების მიერ, პროექტის რელევანტურობასა და

დანიშნულებაზე. კონცეფციის საბოლოო ქულა წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი

შემფასებლის მიერ მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულს. იმ შემთხვევაში

თუ მათ მიერ მინიჭებულ ქულებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა (10 ან მეტი ქულა),

მაშინ შემფასებელი კომისია თავად მოამზადებს ახალ კოლექტიურ ცხრილს

შესაბამისი განაცხადისთვის.

კონცეფცია შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ 50 ქულით, შეფასების ცხრილში

მოცემული ქულების გადანაწილების შესაბამისად. შეფასების დროს ასევე

შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კონცეფცია განაცხადის ფორმის A ნაწილში

მოცემულ ინსტრუქციებს შეფასების კრიტერიუმები დაყოფილია სათაურებად და

ქვესათაურებად.თითოეულ ქვესათაურს მიენიჭება 1–იდან 5–მდე შემდეგი

პრინციპით: 1= ძალიან ცუდი; 2= ცუდი; 3= ადექვატური; 4=კარგი; 5= ძალიან კარგი.

1. პროექტის რელევანტურობა ქვე–ქულა 30

1.1 რამდენად შეესაბამება განაცხადი საგრანტო კონკურსის მიზნებსა და

პრიორიტეტებს?*

5x2**

1.2 რამდენად შეესაბამება განაცხადი სამიზნე ქვეყნ(ებ)ის ან რეგიონ(ებ)ის

კონკრეტულ მოთხოვნილებებს და შეზღუდვებს ( ევროკავშირის სხვა

ინიციატივებთან სინეერგიის და დუბლირების თავიდან აცილების

ჩათვლით)

5

1.3 რამდენად მკაფიოდაა განსაზღვრული და სტრატეგიულად სწორად არიან

შერჩეული ჩართული პირები ( საბოლოო ბენეფიციარები, სამიზნე

ჯგუფები)? არის თუ არა მათი მოთხოვნილებები მკაფიოდ განსაზღვრული

და სათანადოდ პასუხობს თუ არა განაცხადი ამ მოთხოვნილებებს?

5

1.4 ატარებს თუ არა განაცხადი ტრანსასაზღვრო ხასიათს? ( ანუ აკმაყოფილებს

ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც: (1) ერთობლივი შემუშავება,

(2) ერთობლივი განხორციელება,(3) საერთო კადრები, (4) საერთო

დაფინანსება)*

5 x2*

40

2. პროექტის დანიშნულება

ქვე–ქულა 20

2.1 რამდენად თანამიმდევრულია მთლიანად პროექტის დანიშნულება?

კერძოდ, ასახავს თუ არა პრობლემების ანალიზს, და ითვალისწინებს თუ

არა გარე ფაქტორებს და შესაბამის დაინტერესებული მხარეებს?

5x2**

2.2 განხორციელებადია თუ არა პროექტი და შეესაბამება თუ არა მიზნებს და

მოსალოდნელ შედეგებს?

5x2**

მთლიანი ქულა 50

* ქულა 5 ( ძალიან კარგი) მიენიჭება მხოლოდ იმ განაცხადს, რომელიც ოთხივე

კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუ იგი 4 –დან არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს

განაცხადი ავტომატურად ბათლად ჩაითვლება.

** ეს ქულები მრავლდება 2–ზე მათი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.

მას შემდეგ რაც ყველა კონცეფცია შემოწმდება, შედგება პროექტების სია,

დალაგებული მათ მიერ მიღებული საერთო ქულების მიხედვით.

პრიველ რიგში, მხოლოდ ის კონცეფციები ჩაითვლება წინასწარ შერჩეულად

რომლების შეფასდნენ არანაკლებ 30 ქულისა.

მეორე, მიღებული ქულების გათვალისწინებით, შემცირდება კონცეფციების

რაოდენობა იმდენად რომ მათში მოთხოვნილი თანხების ჯამი სულ მცირე ორჯერ

აღემატებოდეს ამ საგრანტო კონკურსისთვის გათვალისწინებულ მთლიან ბიუჯეტს

კონცეფციების შეფასების შემდეგ დამკვეთი ორგანო ყველა აპლიკანტს გაუგზავნის

წერილს, სადაც მითითებული იქნება იყო თუ არა მათ განაცხადი დროულად

წარდგენილი, მითითებული იქნება განაცხადის ნომერი, შეფასდა თუ არა

კონცეფცია და შეფასების შედეგები. ამის შემდეგ შემფასებელი კომისია იმ

განაცხადებზე გააგრძელებს მუშაობას , რომლებიც წინასწარ იყო შერჩეული.

(2) ნაბიჯი 2: სრული განაცხადის შეფასება

თავდაპირველად შემდეგი იქნება შეფასებული:

41

• აკმაყოფილებს თუ არაგანაცხადის ფორმა საკონტროლო ჩამონათვალში

მითითებულ 1–9 პუნქტის ყველა კრიტერიუმს ( საგრანტო

განაცხადის ფორმის ნაწილი B-ის სექცია 7) იმ შემთხვევაში თუ

მოთხოვნილი ინფორმაცია არასრული ან არასწორია ამის საფუძველზე

განაცხადი ბათილად იქნება ცნობილი, და ვეღარ გადავა შეფასების

შემდგომ ეტაპზე

განაცხადების ხარისხი, შემოთავაზებული ბიუჯეტის და აპლიკანტების და

აფილირებული პირ(ებ)ის შესაძლებლობების ჩათვლით , შეფასდება გარე

შემფასებლების მიერ შეფასების ცხრილში მოცემული კრიტერიუმების გამოყენებით.

საბოლოო ქულა წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ

მინიჭებული ქულების საშუალო არითმეტიკულს. იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ

მინიჭებულ ქულებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა (10 ან მეტი ქულა), მაშინ

შემფასებელი კომისია თავად მოამზადებს ახალ კოლექტიურ ცხრილს შესაბამისი

განაცხადისთვის.

არსებობს შეფასების კრიტერიუმების 2 ტიპი: შერჩევა და მინიჭება.

შერჩევის კრიტერიუმი საშუელებას იძლება შეფასდეს აპლიკანტ(ებ)ის და

აფილირებული პირ(ებ)ის საოპერაციო და, აგრეთვე აპლიკანტის ფინანსურ

შესაძლებლობები რათა დამტკიცდეს რომ:

მათ გააჩნიათ, შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში აქტივობების

განხორციელებისათვის საჭირო სტაბილური და საკმარისი ფინანსური

წყაროები, , და სადაც საჭიროა,თანამონაწილეობა მიიღონ

დაფინანსებაში;

გააჩნიათ მართვის პოტენციალი, კომპეტენტურობა და

კვალიფიციურობა რათა წარმატებით განახორციელონ პროექტი. ეს

ასევე ეხება აპლიკანტთან დაკავშირებულ ნებისმიერ აფილირებულ

პირსაც.

მინიჭების კრიტერიუმები აფასებს განაცხადის ხარისხს მიზნებთან და

პრიორიტეტებთან მიმართებაში, და ეხმარება იმ პროექტებისთვის გრანტის

მინიჭების გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც უზრუნველყოფს მთლიანად

საგრანტო კონკურსის ეფექტურობის მაქსიმიზაციას.ეს კრიტერიუმები დამკვეთ

ორგანოს ეხმარებიან შეარჩიოს ისეთი განაცხადები, რომლებთან დაკავშირებითაც

42

დარწმუნებული იქნება რომ ისინი შეძლებენ შეესაბამებოდნენ მიზნებსა და

პრიორიტეტებს ხარისხის, მოსალოდნელი ეფექტის, მდგრადობის და

რენტაბელურობის კუთხით

ქულების მინიჭება :

შეფასების ცხრილი დაყოფილია სექციებად და ქვე–სექციებად. თოეული ქვესექცია

ანიჭებს 1–დან 5–მდე ქულას. 1= ძალიან ცუდი; 2= ცუდი; 3= ადექვატური; 4= კარგი;

5= ძალიან კარგი.

შეფასების ცხრილი

სექცია

მაქსიმალ

ური

ქულა

1. ფინანსური და საოპერაციო შესაძლებლობები 20

1.1 აქვთ თუ არა აპლიკანტებს და ასეთის არსებობის შემთხვევაში აფილირებულ

პირ(ებ)ს პროექტის მენეჯმენტის საკმაო გამოცდილება?

5

1.2 აქვთ თუ არა აპლიკანტებს და შესაბამისად აფილირებულ პირ(ებ)ს საკმაო

ტექნიკური ცოდნა? ( განსაკუთრებით გადასაჭრელ საკითხებში)

5

1.3 აქვთ თუ არა აპლიკანტებს და (შესაბამისად თანააპლიკანტებს და 5

43

აფილირებულ პირებს) საკმაო მართვის პოტენციალი? ( კადრების,

აღჭურვილობის, და პროექტის ბიუჯეტის მართვის უნარის ჩათვლით)

1.4 გააჩნია თუ არა წამყვან აპლიკანტს სტაბილური და საკმარისი დაფინანსების

წყარო?

5

2. პროექტის რელევანტურობა 30

კონცეფციის შეფასებიდან გადმოტანილი ქულა

3. პროექტის განხორციელებადობა და ეფექტურობა 20

3.1 არის თუ არა წარმოდგენილი აქტივობები შესაბამისი, პრაქტიკული და

თავსებადი მიზნებთან და მოსალოდნელ შედეგებთან?

5

3.2 არის თუ არა სამოქმედო გეგმა გასაგები და განსახორციელებადი? 5

3.3 შეიცავს თუ არა განაცხადი შედეგებისთვის ობიექტურად დათვლად

ინდიკატორებს ? არის თუ არა რაიმე სახის შეფასება დაგეგმილი?

5

3.4 დამაკმაყოფილებელია თუ არა თანა–აპლიკანტ(ებ)ის და აფილირებული

პირ(ებ)ის პროექტში ჩართულობის და მონაწილეობის ხარისხი?

5

4. პროექტის მდგრადობა 15

4.1 მოახდენს თუ არა პროექტი მატერიალურ ზემოქმედებას სამიზნე ჯგუფებზე? 5

4.2 ექნება თუ არა განაცხადსმ ულტიპლიკატორის ეფექტი? რეპლიკაციის

ფარგლების, გაგრძელების და ინფორმაციის გაზიარების ჩათვით?

5

4.3 არის თუ არა წარმოდგენილი პროექტის მოსალოდნელი შედეგები მდგრადი?

- ფინანსურად (როგორ დაფინანსდება ქმედება გრანტის დასრულების

შემდეგ?)

- ინსტიტუციონალურად (პროექტის ბოლოს იარსებებენ თუ არა

სტრუქტურები რომლებიც აქტივობების გაგრძელების საშუალებას იძლევიან

? იქნება თუ არაპროექტის შედეგების ადგილობრივი „ ფლობა“ ?)

- პოლიტიკურ დონეზე (სადაც შესაბამისია) ( როგორი იქნება პროექტის

5

44

სტრუქტურული ზემოქმედება? მაგ. მიგვიყვანს ის გაუმჯობესებულ

კანონმდებლობამდე, ქცევის კოდექსამდე, მეთოდებამდე და ა.შ.?

- ეკოლოგიური კუთხით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (ექნება თუ არა

პროექტს პოზიტიური/ ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე?)

5. ბიუჯეტი და რენტაბელურობა 15

5.1 შესაბამისად არის თუ არა აქტივობები ასახული ბიუჯეტში / 5

5.2 დამაკმაყოფილებელია თუ არა შეფარდება სავარაუდო ხარჯებსა და

მოსალოდნელ შედეგებს შორის?

/ 10

მაქსიმალური მთიანი ქულა 100

შენიშვნა სექცია 1–ზე– ფინანსური და საოპერაციო შესაძლებლობები

თუ 1–ლი სექციის მთლიანი ქულა 12–ზე ნაკლებია, განაცხადი ბათილად

ჩაითვლება. თუ 1–ლი სექციის რომელიმე ქვესექციის ქულა არის 1, განაცხადი

აგრეთვე ჩაითვლება ბათლად.

თუ მთლიანი ქულა 50–ზე ნაკლებია, განაცხადი ბათლად ჩაითვლება.

პირობითი შერჩევა

შეფასების შემდეგ, შედგება ცხრილი სადაც ჩამოთვლილი იქნება განაცხადები მათი

რეიტინგის მიხედვით და არსებული დაფინანსების ფარგლებში. დამატებით, იგივე

კრიტერიუმების მიხედვით, შეიქმნება სარეზერვო ნუსხა, სარეზერვო სიის ძალაში

ყოფნის პერიოდის განმავლობაში. მეტი ფინანსების გაჩენის შემთხვევაში.

იმ აპლიკანტებს , რომლებიც პირობითად იყვნენ შერჩეული ან მოთავსებულნი

სარეზერვო ნუსხაში, დამკვეთი ორგანო გაუგზავნის წერილობით შეატყობინებას და

მოუწოდებს წარადგინონ მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტები.

(3) ნაბიჯი 3: აპლიკანტების და ფილიალის(ებ)ის შესაბამისობის შემოწმება

შესაბამისობის შემოწმება მოხდება, დამკვეთი ორგანოს მიერ მოთხოვნილი

თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, (იხილეთ სექცია 2.4.)

45

განაცხადებისთვის რომლებიც პირობითად შეირჩნენ მათ მიერ მიღებული ქულის და

ჯამურად ხელმისაწვდომი დაფინანსების ფარგლებში.

აპლიკანტის დეკლარაცია ( საგრანტო კონტრაქტის ნაწილი B-ს სექცია 8)

გადამოწმდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებთან თუ რომელიმე

თანდართული დოკუმენტი აკლია ან შეინიშნება რაიმე ალოგიკურობა

აპლიკანტის დეკლარაციასა და თანდართულ დოკუმენტებს შორის , მოხდება

განაცხადის ბათილად ცნობა.

აპლიკანტების, აფილირებული პირ(ებ)ის და ქმედების შესაბამისობა

(დასაშვებობა) შემოწმდება 2.1.1., 2.1.2. და 2.1.3. სექციებში წარმოდგენილი

კრიტერიუმების მიხედვით.

ნებისმიერი ბათილად ცნობილი განაცხადი ჩანაცვლდება სარეზერვო სიაში

არსებული პირველი საუკეთესო განაცხადით რომელიც ჯდება ხელმისაწვდომ

დაფინანსებაში.

შესაბამისობის შემოწმების დროს, დამკვეთ ორგანოს შეუძლია ითანამშრომლოს

ხელისუფლებასთან და საქართველო–აზერბაიჯანში არსებულ ევროკავშირის

დელეგაციებთან, რათა შეამოწმოს აპლიკანტების იურიდიული სტატუსი და ასევე

ისიც რომ ადგილი არ აქვს რომელი სხვა ევროკავშირის დაფინანსებასთან

თანხვედრას. აღნიშნული შემოწმება და დაზუსტება უნდა შეესაბამებოდეს

მიუკერძოებლობის და კონფიდენციალურობის პრინციპებს.

ერთობლივი გადაწყვეტილებების მიმღებ კომიტეტს, გადაეგზავნება საბოლოო

ანგარიში დამტკიცებისათვის რომელიც ნამდვილად ჩაითვლება მას შემდეგ რაც

ევროკომისია მოახდესნ მის დამოწმებას.

2.4. პირობითად შერჩეული განაცხადებისთვის თანდართული დოკუმენტების

წარდგენა

ის აპლიკანტი, რომელიც პირობითად შეირჩა ან ჩასმული იქნა სარეზერვო სიაში

დამკვეთი ორგანოსგან მიიღებს წერილობით შეტყობინებას .

46

მას მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა, რათა დამკვეთმა ორგანომ

მოახდინოს აპლიკანტის, ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანა–აპლიკანტ(ებ)ის

და აფილირებული პირ(ებ)ის შესაბამისობის შემოწმება.10

აპლიკანტ(ებ)ისგან თანა–აპლიკანტ(ებ)ისგან და აფილირებული პირ(ებ)ისგან

მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტები

1. აპლიკანტის,თითოეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანა–

აპლიკანტ(ებ)ის და (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აფილირებული

პირ(ებ)ისგან წესდება ან დებულება.11

2. აპლიკანტის უახლესი ანგარიშგებების ასლი ( მოგება– ზარალის ანგარიში და

ბალანსი ბოლო დახურული საანგარიშგებო წლისათვის12, ბოლოო ანგარიშის

ასლი არ მოეთხოვება არც თანა აპლიკანტ(ებ)ს და არც აფილირებული

პირ(ებ)ს.

3. თითოეული აპლიკანტის ( აპლიკანტის , თითოეული თანა–აპლიკანტის(ების)

(ასეთის არსებობის შემხვევაში) მიერ შევსებული და ხელმოწერილი

იურიდიული პირის ფურცელი ( იხილეთ ამ სახელმძღვანელოს დანართი D)

რომელსაც თან უნდა ახლდეს მასში მოთხოვნილი დოკუმენტები. ეს

დოკუმეტი წარდგენილი უნდა იყოს როგორც ორიგინალი.

4. შესაბამისი ორგანოდან მოპოვებული კომპანიის რეგისტრაციის უახლესი

მოწმობა ან მისი ექვივალენტი ნებისმიერი დოკუმენტი, ( როგორც ამას

ადგილობრივი კანონმდებლობა ითვალისწინებს), სადაც ასევე მითითებული

10 თანდართული დოკუმენტები არ მოეთხოვებათ აპლიკანტებს, რომელთა საგრანტო განაცხადი არ

აჭარბებს 60000 ევროს.

11 როდესაც ან/და თანააპლიკანტები ან/და აფილირებული პირ(ებ)ი წარმოადგენენ კანონის ან რაიმე

სხვა დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ საჯარო ორგანოებს, ამ კანონის ან სხვა შესაბამისი

ოფიციალური დოკუმენტის ასლი, რომელიც ამტკიცებს საჯარო პირის დაფუძნებას, უნდა იქნას

წარმოდგენილი

12 ეს მოთხოვნა არ ეხებათ საჯარო პირებს .

აგრეთვე აპლიკანტის ბოლო ანგარიშის ასლის ნაცვლად შესაძლებელია წარდგენილ იქნას

გარეაუდიტის ანგარიშიც, თურგარეთვუდიტისვე აპლიკანტის ბოლო აის ფინანსური ანგარიშები

პრაქტიკულად ექვივალენტურია.

47

უნდა იყოს აპლიკანტ(ებ)ის, თანა–აპლიკანტ(ებ)ის და აფილირებული

პირ(ებ)ის იურიდიული მისამართები.

იმ შემთხვევაში თუ პროექტი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ან

ლანდშაფტის დიზაინს და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული

დოკუმენტებისა ასევე მოითხოვება:

1. აპლიკანტის, თანა–აპლიკანტის (ების) ან აფილირებული პირ(ებ)ის მიერ

მიწის ან საწარმოს ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მფლობელის

თანხმობა მისი სულ მცირე 5 წლის ვადით გამოყენებაზე

2. სამშენებლო ნებართვა ან მტკიცებულება, რომ ასეთი ნებართვა კანონით არ

არის საჭირო.

N.B. იმისათვის რომ შემოწმდეს აპლიკანტის, თანააპლიკანტის და მათი

აფილირებული პირების შესაბამისობა (დასაშვებობა), შესაძლოა დამკვეთმა ორგანომ

ყველა აპლიკანტისთვის, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ( განსაკუთრებით

კი ისინი რომლებიც გამორიცხავენ აპლიკანტების (თანააპლიკანტების და

აფილირებული პირების) ჩართულობას პრაქტიკული სახელმძღვანელოს 2.3.3

სიტუაციებიდან რომელიმეში).

დამატებითი მოთხოვნები აფილირებული პირებისათვის

იმ შემთხვევაში თუ ზემოთ მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტი არ აღმოჩნდა

საკმარისი ამის დასამტკიცებლად, მაშინ აფილირებულმა პირმა უნდა დამატებით

წარმოადგინოს დოკუმენტი რომელიც ნათლად აჩვენებს მის კავშირს შესაბამის

აპლიკანტთან ან თანააპლიკანტთან საერთო კაპიტალის ან იურიდიული კუთხით.

იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი ორგანო კვლავ არ იქნება კმაყოფილი აფილირებულ

პირსა და აპლიკანტს (თანააპლიკანტს) შორის არსებული სტრუქტურული კავშირის

სიძლიერით, სიმყარით და გარანტიებით მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ისეთი

დოკუმენტაციის წარმოდგენა რომელიც საშუალებას იძლევა ასეთი აფილირებული

პირი პროექტში ჩაერთოს როგორც თანააპლიკანტი. თუ მოხდება ყველა ასეთი

გამოტოვებული თანააპლიკანტისთვის საჭირო დოკუმენტის წარმოდგენა და ასევე

ყველა საჭირო შესაბამისობის (დასაშვებობის) კრიტერიუმები დაკმაყოფილდება

ზემოთხსენებული პირი ხდება თანააპლიკანტი და შესაბამისად აპლიკანტმა უნდა

შემოიტანოს სათანადოდ შესწორებული განაცხადის ფორმა

48

დამატებითი მოთხოვნები იმ თანა–აპლიკანტების და აფილირებული პირებისათვის,

რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ამ საგრანტო კონკურსით

გათვალისწინებულ დასაშვები რეგიონების ფარგლებს გარეთ.

დასაშვებ რეგიონებში აქტივობების ჩატარების წინა გამოცდილების

დამამტკიცებელი დოკუმენტი ( მაგ: რეკომენდაციები დონორებისგან, წინა საგრანტო

ხელშეკრულებები და ა.შ.)

ყველა თანდართული დოკუმენტისათვის საჭირო მოთხოვნები

ამ საგრანტო კონკურსის პირობებით თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილ

უნდა იქნეს ორიგინალების ასლების ან თვითონ ორიგინალების სახით (ანუ მკაფიოდ

უნდა ჩანდეს ბეჭედი, ხელმოწერა და თარიღი) თუმცა იურიდიული პირის

ფურცლის და ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმის შემთხვევაში ყოველთვის

ორიგინალი უნდა იყოს წარმოდგენილი. დამკვეთი ორგანო იტოვებს უფლებას

ნებისმიერ დროს მოითხოვოს წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტების

ასლების შესაბამისი ორიგინალები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები. იმ

შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ასლებსა და დამკვეთი ორგანოს მიერ მოთხოვნილ

ნოტარიულ ასლებს (ან ორიგინალებს) შორის ნაპოვნი იქნება რაიმე სახის სხვაობა,

განაცხადი შესაძლოა ბათილად ჩაითვალოს.

თუ თანდართული დოკუმენტები ვერ იქნება წარდგენილი საგრანტო კონკურსის

ენაზე, მაშინ აპლიკანტს შეუძლია მშობლიურ ენაზე წარადგინოს ისინი, თუმცა ამ

დოკუმენტის შესაბამისი ნაწილები, სადაც ნაჩვენებია აპლიკანტის(ების)

შესაბამისობა (დასაშვებობა), უნდა ითარგმნოს ინგლისურად და თან დაერთოს

დოკუმენტბს განაცხადზე ანალიზის გაკეთების მიზნებისთვის.

თუ ზემოთხსენებული თანდართული დოკუმენტები არ იქნება წარდგენილი იმ

ვადაში, რომელიც მითითებულია დამკვეთი მხარის მიერ აპლიკანტებთან

გაგზავნილი თანდართული დოკუმენტების მოთხოვნაში , განაცხადი შეიძლება

ბათილად ჩაითვალოს.

49

2.5.დამკვეთი ორგანოს გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება

2.5.1. გადაწყვეტილების შინაარსი

აპლიკანტს წერილობით ეცნობება დამკვეთი ორგანოს მიერ მის განცხადებასთან

დაკავშირებით მიღებული გადაწვეტილების შესახებ, სადაც განაცხადის უარყოფის

შემთხვევაში ახსნილი იქნება უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები .

იმ აპლიკანტს, რომელიც ფიქრობს, რომ მას გრანტის მინიჭების პროცესში შეცდომის

ან რაიმე დარღვევის გამო მიადგა ზიანი შეუძლია დაწეროს საჩივარი. იხილეთ

პრაქტიკული სახელმძღვანელოს სექცია 2.4.15.

2.5.2. საორიენტაციო გრაფიკი

თარიღი დრო*

საინფორმაციო შეხვედრა (ასეთის

არსებობის შემთხვევაში)**

თარიღი არ არის

დაზუსტებული

დრო არ არის

დაზუსტებული

დამკვეთი ორგანოსგან მოთხოვნილი

განმარტებების ბოლო ვადა

27 ნოემბერი 2015 -

დამკვეთი ორგანოს მიერ განმარტებების

მიცემის ბოლო თარიღი

6 დეკემბერი 2015 -

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 17 დეკემბერი 2015 17:00

ინფორმაცია აპლიკანტებისთვის,

გახსნის, ადმინისრაციული შემოწმების

და კონცეფციის შეფასების შესახებ.

(ნაბიჯი 1)

31 იანვარი 2016* -

ინფორმაცია აპლიკანტებისთვის, სრული

განაცხადის ფორმის შეფასების

შედეგების შესახებ. (ნაბიჯი 2) )

თებერვალი 2016* -

შეტყობინება გრანტის მინიჭების

თაობაზე

(შესაბამისობის შემოწმების შემდეგ)

აპრილი 2016* -

50

(ნაბიჯი 3)

კონტრაქტის ხელმოწერა მაისი 2016* -

პირობითი თარიღი. ყველა დრო იმ ქვეყნის სასაათო სარტყელის მიხედვით

რომელშიც იმყოფება დამკვეთი ორგანო.

საინფორმაციო დღეების ზუსტი განრიგის და შეხვედრის ადგილის შესახებ ინფორმაცია

გამოქვეყნდება შემდეგ ინტერნეტ გვერდზე: http://eaptc-ma.eu/en/page/cat/2/Azerbaijan-

Georgia/.

გარდა ამისა გთხოვთ ასევე გადაამოწმოთ შემდეგი მისამართი www.eaptc.eu/ რათა

დარეგისტრირდეთ ღონისძიებაზე დასასწრებად

პერიოდულად შესაძლოა მოხდეს საორიენტაციო გრაფიკის დამკვეთი ორგანოს მიერ

განახლება. ასეთი შემთხვევაში განახლებული საორიენტაციო გრაფიკი

გამოქვეყნდება შემდეგ მისამართზე http://eaptc-ma.eu/en/page/cat/1/armenia---georgia/

2.6. დამკვეთი ორგანოს მიერ გრანტის მინიჭებასთან დაკავშირებული

გადაწყვეტილების შემდგომი საიმპლემენტაციო პირობები.

გრანტის მინიჭების გადაწყვეტილების შემდეგ , ბენეფიციარ(ებ)ს შესთავაზებენ

დამკვეთი ორგანოს საგრანტო კონტრაქტზე დაფუძვნებულ ხელშეკრულებას (

იხილეთ ამ სახელმძღვანელოს დანართი G).

იგულიხმება რომ, გრანტის მიღების შემთხვევაში აპლიკანტის მიერ განაცხადის

ფორმაზე ხელმოწერით ( ამ სახელმძღვანელოს დანართი A), ავტომატურად

ეთანხმება სტანდარტული საგრანტო კონტრაქტის პირობებს.

ევროკომისიის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიმღები კომისიის

გადაწყვეტილებების დამოწმების შემდეგ, დამკვეთი ორგანო მოამზადებს და ხელს

მოაწერს საგრანტო კონტრაქტს დაფინანსებისთვის შერჩეული პროექტების წამყვან

აპლიკანტებთან, საგრანტო კონტრაქტზე ხელის მოწერამდე , კონტრაქტის

გაფორმების ეტაპზე აპლიკანტისგან (მაგრამ არა თანააპლიკანტ(ებ)ისგან)

მოთხოვნილი იქნება ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმა ამ სახელმძღვანელოს E

დანართში წარმოდგენილი შაბლონის მიხედვით, ეს ფორმა დამოწმებული უნდა

იყოს იმ ბანკის მიერ რომელშიც განხორციელდება გადარიცხვები. ეს ბანკი უნდა

მდებარეობდეს იმ ქვეყანაში სადაც აპლიკანტია დარეგისტრირებული. აღნიშნული

დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს როგორც ორიგინალი.

51

საიმპლემენტაციო კონტრაქტები

როდესაც პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა რომ ბენეფიციარ(ებ)მა და და

მათმა აფილირებულ პირებმა (ასეთს არსებობის შემთხვევაში) დადონ შესყიდვის

ხელშეკრულება, მაშინ მათ ასეთი ხელშეკრულება უნდა მიანიჭონ ტენდერის ისეთ

მონაწილეს რომელიც სთავაზობს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას, რაც

დაფუძნებული უნდა იყოს პოტენციური კონტრაქტორების მიმართ

ტრანსპარანტულობის და თანაბარი მობყრობის პრინციპებზე, ინტერესთა

კონფლიქტზე თავის ასარიდებლად. ამისათვის ბენეფიციარი უნდა მიჰყვეს იმ

პროცედურებს რომელიც აღწერილია სტანდარტული საგრანტო კონტრაქტის IV

დანართში.

2.7. ადრეული გაფრთხილების სისტემა და და გამორიცხვის ცენტრალური

მონაცემთა ბაზა

აპლიკანტები, და იმ შემთხვევაში თუ ეს აპლიკანტები იურიდიული პირები არიან,

მაშინ იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ წარმომადგენლობის , გადაწყვეტილებების

მიღების ან მათზე კონტროლის უფლებამოსილება, მაშინ მათ ატყობინებენ იმის

შესახებ თუ ისინი იმყოფებიან რომელიმე სიტუაციაში როგორც ეს განმარტებულია: ,

– 2008 წლის 17 დეკემბრის კომისიის რეგულაციაში გამორიცხვის ცენტრალური

მონაცემთა ბაზის (CED) შესახებ (OJ L344,20.12.2008, p.12),

მათი პირადი მონაცემები ( სახელი, მისამართი, იურიდიული ფორმა, სახელი და იმ

პირების სახელები ვისაც გააჩნიათ წარმომადგენლობი, გადაწყვეტილებების მიღების

ან კონტროლის ( თუ არის იურიდიული პირი) უფლებამოსილება, შეიძლება

დარეგისტრირდეს მხოლოს EWS-ში, ან ორივეში EWS-ში და CED-ში და უნდა

ეცნობოს ზემოთ ნახსენებ გადაწყვეტილებაში და რეგულაციაში აღნუსხულ

ფიზიკურ და იურიუდიულ პირებს საგრანტო შეთანხმების შესრულების ან

გადაწყვეტილების შესახებ.

52

დანართების ნუსხა

მიაქციეთ ყურადღეაბ იმას, რომ ყველა დანართი უნდა იყოს ადაპტირებული ისე,

როგორც ამ საგრანტო კონკურსის პირობებშია გათვალისწინებული და

სახელმძღვანელოსთან ერთად გამოქვეყნებული.

შესავსები დოკუმენტები

დანართი A: საგრანტო განაცხადის ფორმა ( ვორდის ფორმატში)

დანართი B: ბიუჯეტი ( ექსელის ფორმატში)

დანართი C: ლოგიკური სტრუქტურა ( ვორდის ფორმატში)

დანართი D: იურიდიული პირის ფურცელი

დანართი E: ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმა ( წარდგენილი უნდა იყოს

კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე)

საინფორმაციო დოკუმენტაცია

დანართი G: სტანდარტული საგრანტო კონტრაქტი

– დანართი II: ზოგადი პირობები

– დანართი III: განსაკუთრებული პირობები

– დანართი IV: კონტრაქტის მინიჭების პროცედურები

– დანართი V: სტანდარტული გადახდის მოთხოვნის ფორმა

– დანართი VI: ნარატიული და ფინანსური ანგარიშების შაბლონი

– დანართი VII: ხარჯების შემოწმების შედეგად ნაპოვნი ფაქტიური

უსწორობების და შემოწმების პირობების ანგარიშის შაბლონი;

– დანართი VIII: ფინანსური გარანტიის ფორმის შაბლონი

– დანართი IX: აქტივების გადაცემის სტანდარტული ნიმუშინიმუში

დანართი H: GIZ - ის სამივლინებო განაკვეთები

დანართი K: ბიუჯეტის შეფასების სახელმძღვანელო და საკონტროლო ჩამონათვალი

53

საჭირო ბმულები :

პროექტის ციკლის მართვის სახელმძღვანელო პრინციპები

https://ec.europa.eu/europeaid/aid-delivery-methods-project-cycle-management-guidelines-vol-1_en

საგრანტო კონტრაქტის იმპლემენტაციის სახელმძღვანელო

http://ec.europa.eu/europeaid/companion/document.do?chapterId=497

ფინანსური ინსტრუმენტები

http://ec.europa.eu/europeaid/funding/procedures-beneficiary-countries-and-partners/financial-

management-toolkit_en

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მოცემული ფინანსური ინსტრუმენტი არ წარმოადგენს

საგრანტო კონტრაქტის ნაწილს და არ გააჩნია იურიდიული ღირებულება. იგი მხოლოდ

იძლევა ზოგად ინსტრუქციას და მასში წარმოდგენილი ზოგიერთი დეტალი შესაძლოა

განსხვავდებოდეს ხელმოწერილი საგრანტო კონტრაქტისგან.

იმისათვის რომ ბენეფიციარმა უზრუნველყოს საკონტრაქტო ვალდებულებებთან

შესაბამისობა იგი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ამ ინსტრუმენტს არამედ ასევე

გადაამოწმოს ინდივიდუალური საკონტრაქტო დოკუმენტებში მოცემული პირობები.